საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №548
2007 წლის 28 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 14 ივნისის №65 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად „საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 14 ივნისის №65 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ღირსების მედლით დაჯილდოებული გია გოგუას ნაცვლად მიეთითოს გიორგი გოგუა.
მ. სააკაშვილი