სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.020.22.033.014.646
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №401
2010 წლის 17 მაისი
ქ. თბილისი
„საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანების (სსმ III, 22.12.2006წ., №172, მუხ. 2325) დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე გაცემული სანებართვო მოწმობები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 ივლისიდან .
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 14 ივნისის ბრძანება №478 - სსმ III, №67, 14.06.2010, მუხ.998
კ. ბაინდურაშვილი
შეტანილია ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 14 ივნისის ბრძანება №478 - სსმ III, №67, 14.06.2010, მუხ.998
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 14 ივნისის ბრძანება № 478 - სსმ III, № 67 , 14 .0 6 .2010, მუხ. 998