„უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 იანვრის №26 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
400
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2010-05-17
გამოქვეყნების თარიღი
2010-06-14
სარეგისტრაციო კოდი
230210000.22.033.014645
„უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 იანვრის №26 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.014.645

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №400

2010 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

„უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 იანვრის №26 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 იანვრის №26 ბრძანებაში (სსმ III, 2007წ., №7, მუხ. 48) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ნებართვას გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური).“.

ბ) ბრძანებით დამტკიცებული დანართი №8 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე გაცემული სანებართვო მოწმობები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 14 ივნისის ბრძანება №479-სსმIII, №67, 14.06.2010წ.; მუხ.999

კ. ბაინდურაშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 14 ივნისის ბრძანება №479-სსმIII, №67, 14.06.2010წ.; მუხ.999

                                                                                                              დანართი №8

საჯარო სამართლის იურიდიული პირი

 

შემოსავლების სამსახური

 

უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის

სანებართვო მოწმობა N000000

 

სანებართვო მოწმობის  მფლობელი:––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(საწარმოს სრული დასახელება, სარეგისტრაციო მონაცემები)

 

ობიექტის ადგილმდებარეობა და ფართობი:–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(ნებართვის მფლობელის იურიდიული მისამართი; უბაჟო ვაჭრობის პუნქტის მისამართი; საბაჟო ორგანოს დასახელება, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს უბაჟო ვაჭრობის პუნქტი; პუნქტის ფართობი)

 

სანებართვო მოწმობა გაცემულია  საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

შემოსავლების სამსახურის  ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

20---- წლის -------   --------------- ის  №        ბრძანების საფუძველზე.

 

გაცემის თარიღი      ----------   -------------------------- 20    წ.

 

მოქმედების ვადა      ----------   -------------------------- 20    წ.

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

ხელმოწერა                                    ბ.ა.

   

დამკვეთი:  

 

დამამზადებელი:              

  

სფს-ს რეგისტრაციის №

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 14 ივნისის ბრძანება №479-სსმIII, №67, 14.06.2010წ.; მუხ.999

კრებსითი — სრული ვერსია