საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალიზებული სამთო მაშველის ლიკვიდაციის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
523
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-09-12
გამოქვეყნების თარიღი
2017-05-08
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.004
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალიზებული სამთო მაშველის ლიკვიდაციის შესახებ

(ძალადაკარგულია - 08.05.2017, №121)

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №523

2007 წლის 12 სექტემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალიზებული სამთო მაშველის ლიკვიდაციის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად:

1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სპეციალიზებული სამთო მაშველი.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ი. მერაბიშვილი) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალიზებული სამთო მაშველის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება.

3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალიზებული სამთო მაშველის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 მარტის №164 ბრძანებულება.

4. ბრძანებულება, გარდა ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ბრძანებულების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალიზებული სამთო მაშველის სალიკვიდაციო ღონისძიებების დასრულებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია