„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
520
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-09-12
გამოქვეყნების თარიღი
2007-09-14
სარეგისტრაციო კოდი
120.090.000.08.002.004
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.090.000.08.002.004

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №520

2007 წლის 12 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებას (სსმ III, 2007 წ., №113, მუხ. 1251) დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებამდე, ამ აქტებით განსაზღვრული საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის უფლებამოსილებები მიენიჭოთ შესაბამისად – საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეს.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია