ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №45
2010 წლის 17 სექტემბერი
ქ. ზესტაფონი
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 თებერვლის №9 დადგენილებაში. ამ დადგენილების 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები, რომლებიც საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფენ ნაგავსაყრელზე საყოფაცხოვრებო, სამშენებლო და სამრეწველო ნარჩენების ტრანსპორტირებასა და უტილიზაციას, გადაიხდიან ერთ კუბურ მეტრზე 15 (თხუთმეტ) ლარს.“.
მუხლი 2
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელს.
მუხლი 3
დადგენილება ძალაში შევიდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. მასხარაშვილი