,,2007 წელს სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 იანვრის №1 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
516
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-09-07
გამოქვეყნების თარიღი
2007-09-13
სარეგისტრაციო კოდი
120.260.040.08.002.004
,,2007 წელს სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 იანვრის №1 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №516

2007 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,2007 წელს სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 იანვრის №1 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,2007 წელს სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 იანვრის №1 ბრძანებულებაში (სსმ III, 2007 წ., №2, მუხ. 14) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

,,12. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გასავლელად საშემოდგომო გაწვევისთვის გათვალისწინებულ იქნეს 400 წვევამდელი“;

ბ) ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე მოქალაქეთა გაწვევა განხორციელდეს 2007 წლის 10 იანვრიდან 2007 წლის 1 აგვისტომდე, ხოლო საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გასავლელად საშემოდგომო გაწვევისთვის გათვალისწინებული მოქალაქეები გაწვეულ იქნენ 2007 წლის 10 სექტემბრიდან 2008 წლის პირველ იანვრამდე.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია