საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №507
2007 წლის 3 სექტემბერი
ქ. თბილისი
„თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების, რაიონული (საქალაქო) სასამართლოების აპარატთა სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 25 იანვრის №66 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების, რაიონული (საქალაქო) სასამართლოების აპარატთა სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 25 იანვრის №66 ბრძანებულება.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს 2007 წლის 17 სექტემბრიდან.
მ. სააკაშვილი