„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
498
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-08-29
გამოქვეყნების თარიღი
2007-09-03
სარეგისტრაციო კოდი
140.120.000.08.002.004
„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №498

2007 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულების (სსმ III, 2003 წ., №126, მუხ. 1050) პირველი პუნქტით დამტკიცებულ ნუსხაში შეტანილ იქნეს დამატება და მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. საგამოძიებო დეპარტამენტის:

ა) უფროსი, უფროსის მოადგილე;

ბ) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, უფროსი გამომძიებელი, გამომძიებელი.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია