ტექნიკური რეგლამენტის „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 6 ნოემბრის №133 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
94
მიმღები ორგანო
ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი
მიღების თარიღი
2010-04-22
გამოქვეყნების თარიღი
2010-04-30
სარეგისტრაციო კოდი
310150000.47.052.014555
ტექნიკური რეგლამენტის „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 6 ნოემბრის №133 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.47.052.014.555

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის

უფროსის ბრძანება №94

2010 წლის 22 აპრილი

 ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ დამტკიცების შესა­ხებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 6 ნოემბრის №133 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2010 წლის 16 თებერვლის №1/ნ ბრძანების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„ტექნიკური რეგლამენტის „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ დამტკიცების შესა­ხებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 6 ნოემბრის №133 ბრძანებასა (სსმ III, 09.11.2007 წ., №158, მუხ. 1744) და ამ ბრძანებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესები“ (შემდგომში – წესები) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2010 წლის 16 თებერვლის №1/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“.

2. წესების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტში სიტყვები „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს“.

    მუხლი 2.

 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  ლ. ჭიჭინაძე

კრებსითი — სრული ვერსია