„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პეტრა-ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
492
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-08-29
გამოქვეყნების თარიღი
2007-09-03
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.004
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პეტრა-ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №492

2007 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პეტრა-ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, პეტრა-ციხის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – პეტრა-ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი (შემდეგში – მუზეუმ-ნაკრძალი).

2. მუზეუმ-ნაკრძალის სამოქმედო არეალი მოიცავს პეტრა-ციხის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – პეტრა-ციხეს.

3. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი):

ა) უზრუნველყოს მუზეუმ-ნაკრძალის დებულების დამტკიცება და მის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა;

ბ) 2008 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს მუზეუმ-ნაკრძალის სამოქმედო არეალის განსაზღვრასთან დაკავშირებით დამატებითი წინადადებების წარმოდგენა.

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ.არველაძე) უზრუნველყოს მუზეუმ-ნაკრძალისათვის შესაბამისი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.

5. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია