ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
30/2010
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2010-04-22
გამოქვეყნების თარიღი
2010-05-01
სარეგისტრაციო კოდი
010210000.15.008.014544
ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.210.000.15.008.014.544

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია                                                საქართველოს ცენტრალური  საარჩევნო კომისიის

დადგენილება №30/2010

2010 წლის 22 აპრილი

ქ. თბილისი

ზოგიერთი  საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საარჩევნო უბნები იქმნება არა უმეტეს 1500 ამომრჩევლისათვის.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსის 2010 წლის 22 აპრილის №03/320 მოხსენებითი ბარათის მიხედვით №1 მთაწმინდის, №5 ისანის, №6 სამგორის, №7 ჩუღურეთის, №8 დიდუბის, №9 ნაძალადევის, №10 გლდანის, №21 გარდაბანის, №32 გორის, №58 წყალტუბოს, №67 ზუგდიდის და №81 ქობულეთის საარჩევნო ოლქებში, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შესული შესწორებების გამო ზოგიერთ საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდა და მნიშვნელოვნად გადააჭარბა საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა კანონით დადგენილ რაოდენობას.

აღნიშნული გამოიწვევს ამ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის დღის პროცედურების ჩატა­რე­ბას მინიშვნელოვანი შეფერხებებით, რის გამოც შესაძლოა შეუძლებელი გახდეს ამ უბ­ნებ­ზე, ამომრჩეველთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობის გამო, საქართველოს ორგანული კა­ნო­ნით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი მოთხოვნების შესრულება, შესაბამისად:

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1.

№1 მთაწმინდის, №5 ისნის, №7 ჩუღურეთის, №8 დიდუბის, №9 ნა­ძა­ლადევის, №21 გარდაბანის, №32 გორის, №58 წყალტუბოს, №67 ზუგდიდის და №81 ქო­­ბუ­ლეთის საოლქო საარჩევნო კომისიებმა არა უგვიანეს 2010 წლის 14 მაისისა შეიძლება შექმნან და­მა­ტე­ბით 1 (ერთი) ახალი საარჩევნო უბანი, ხოლო №6 სამგორისა და №10 გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიებმა, თითოეულმა, ამავე ვადაში დამატებით შეიძლება შექმნან 2(ორი) ახალი საარჩევნო უბანი.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 1 მაისის დადგენილება №36/2010 - სსმIII, №51, 03.05.2010წ., მუხ.760

    მუხლი 2.

დამატებითი საარჩევნო უბნის შექმნის თაობაზე შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ განკარგულების გამოცემიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების გათვალიწინებით, საოლქო საარჩევნო კომისია აცხადებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველთა შესარჩევ კონკურსს. კონკურსის გამოცხადებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში მთავრდება კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება საოლქო საარჩევნო კომისიაში. კონკურსის გამოცხადებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესების გათვალისწინებით, შესაბამის პარტიებს ეძლევათ უფლება დანიშნონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 26 აპრილის დადგენილება №35/2010 - სსმIII, №48, 27.04.2010წ., მუხ.710

    მუხლი 3.

საკონკურსო განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 2 დღის ვადაში, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით, საოლქო საარჩევნო კომისია ირჩევს საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს.

    მუხლი 4.

 ამ დადგენილების მე-3 მუხლით დადგენილი პროცედურების დასრულებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით მოიწვევა დამატებით შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა და ამავე ვადაში კენჭისყრის შენობაში გამოიკვრება ამ უბნის ამომრჩეველთა სიების საჯარო ვერსია.

    მუხლი 41

ამ დადგენილების მე-4 მუხლის საფუძველზე, №6 სამგორისა და №8 დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების განკარგულებებით მოწვეული საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები, გაიმართოს არა უადრეს 2010 წლის 10 მაისიდან არა უგვიანეს 2010 წლის 14 მაისამდე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 1 მაისის დადგენილება №36/2010 - სსმIII, №51, 03.05.2010წ., მუხ.760

    მუხლი 5.

 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასა­მართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენ­დარული დღის ვადაში.

    მუხლი 6.

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                          ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი                                      გ. მჭედლიძე

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 26 აპრილის დადგენილება №35/2010 - სსმIII, №48, 27.04.2010წ., მუხ.710

2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 1 მაისის დადგენილება №36/2010 - სსმIII, №51, 03.05.2010წ., მუხ.760

კრებსითი — სრული ვერსია