სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.023.014.490
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №13
2010 წლის 14 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 26 თებერვლის №145 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 26 თებერვლის №145 ბრძანებით (სსმ III, 2007 წ., №30, მუხ. 370) დამტკიცებული შინაგანაწესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. არასაპატიო მიზეზით სამსახურში დაგვიანების შემთხვევაში მინისტრის გადაწყვეტილებით, მოსამსახურის მიმართ შეიძლება დადგეს საკითხი დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, წინამდებარე შინაგანაწესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
გ. ხაჩიძე