„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულე­ბის – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ტექნიკის ნუსხის დამტკიცების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
476
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-08-17
გამოქვეყნების თარიღი
2014-02-19
სარეგისტრაციო კოდი
010.240.070.08.002.004
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულე­ბის – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ტექნიკის ნუსხის დამტკიცების შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.08.002.004

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №476

2007 წლის 17 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ტექნიკის ნუსხის დამტკიცების შესახებ

1. „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 47-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიც­დეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელ­მწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართვე­ლოს სასაზღვრო პოლიციის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ტექნიკის ნუსხა.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 დეკემბრის ბრძანებულება №596-სსმIII, №180, 18.12.2008წ., მუხ.1827

2. ძალადაკარგულია – საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 19 თებერვლის ბრძანებულება №59 – ვებგვერდი, 19.02.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ტექნიკის ნუსხა

1. ცეცხლსასროლი იარაღი:

ა) პისტოლეტი;

ბ) სასიგნალო პისტოლეტი;

გ) ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი;

დ) ტყვიამფრქვევი;

ე) ხელის ტყვიამფრქვევი;

ვ) შაშხანა;

ზ) სასიგნალო შაშხანა;

თ) სნაიპერის შაშხანა;

ი) ყუმბარმტყორცნი;

კ) ლულქვედა ყუმბარმტყორცნი;

ლ) საზენიტო ტყვიამფრქვევი (სანაპირო დაცვის ხომალდებზე);

მ) საზენიტო დანადგარი (სანაპირო დაცვის ხომალდებზე);

ნ) ქვემეხი (სანაპირო დაცვის ხომალდებზე).

2. საბრძოლო მასალა:

ამ ნუსხის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცეცხლსასროლი იარაღისათვის განკუთვნილი საბრძო­ლო მასალა, ხელყუმბარა, აგრეთვე ტანკსაწინააღ­მდეგო ხელყუმბარა.

3. ტექნიკის ნუსხა:

ა) საავტომობილო ტექნიკა;

ბ) საინჟინრო შეიარაღების საშუალებები;

გ) კავშირგაბმულობის ტექნიკა და ავტომატური მართვის სისტემები;

დ) (ამოღებულია);

ე) მცურავი საშუალებები;

ვ) ტოპოგრაფიული ტექნიკა;

ზ) მეტროლოგიის ტექნიკური საშუალებები;

თ) უზრუნველყოფის ტექნიკა.

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 დეკემბრის ბრძანებულება №596-სსმIII, №180, 18.12.2008წ., მუხ.1827

კრებსითი — სრული ვერსია