საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
61
მიმღები ორგანო
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
მიღების თარიღი
2010-04-16
გამოქვეყნების თარიღი
2010-04-19
სარეგისტრაციო კოდი
010340000.22.038.014514
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.038.014.514

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება № 61

2010 წლის 16 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 16 აპრილის №154 ბრძანებაში (სსმ III, 28.04.2009, №51, მუხ. 578) განხორციელდეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატება:

ა) მე-6 მუხლიდან ამოღებულ იქნეს „თ“ ქვეპუნქტი;

ბ) მე-17 მუხლიდან ამოღებულ იქნეს „გ“ ქვეპუნქტი;

გ) მე-18 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-3 პუნქტი;

დ) 25-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1 “ ქვეპუნქტი:

„ა1 ) სამმართველოს მთავარი სპეციალისტები;“.

ე) 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამმართველოს სპეციალისტები.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 19 აპრილიდან.

ხ. კალმახელიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია