საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მოსამსახურეთა სპეციალური ჟეტონის ფორმის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
373
მიმღები ორგანო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2010-04-14
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-31
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.014488
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მოსამსახურეთა სპეციალური ჟეტონის ფორმის დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.014.488  

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება № 373

2010 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მოსამსახურეთა სპეციალური ჟეტონის ფორმის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მოსამსახურეთა სპეციალური ჟეტონის ფორმა დანართის შესაბამისად.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  ი. მერაბიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკმებრის ბრძანება № 990 - ვებგვერდი, 31 .12.2013 წ.

 

დანართი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მოსამსახურეთა სპეციალური ჟეტონის ფორმა

 

ჟეტონი

ჟეტონი – კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეტალის ემბლემის ვერსია, წარმოდგენილია რელიეფური წარწერით (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი, შსს) წმინდა გიორგის და სახელმწიფო გვირგვინის ასევე რელიეფური გამოსახულებით, ჟეტონი შესრულებულია შავი და წითელი ცივი ემალით, ჟეტონის ზედაპირი დაფარულია აგრეთვე გამჭვირვალე ცივი ემალით. ემბლემა გარშემორტყმულია რელიეფური შვიდქიმიანი ვარსკვლავით. რელიეფური ვარსკვლავი, წარწერა, წმინდა გიორგი და სახელმწიფო გვირგვინი დაფარულია ოქროს საფარით. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეტალის ემბლემა დამზადებულია თითბერის მასალიდან.

კრებსითი — სრული ვერსია