საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №462
2007 წლის 8 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ
1. „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის თანდართული დებულება.
11. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებამდე, ამ აქტებით განსაზღვრული საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის უფლებამოსილებები მიენიჭოთ შესაბამისად – საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეს.
საქართველოს პრეზიდენტის 200 7 წლის 12 სექტემბრის ბრძანებულება №520-სსმIII, №129, 14.09.2007წ., მუხ.1410
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 25 აგვისტოს №719 ბრძანებულება.
3. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 12 სექტემბრის ბრძანებულება №520-სსმIII, №129, 14.09.2007წ., მუხ.1410
2. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 17 ოქტომბრის ბრძანებულება №591-სსმIII, №147, 22.10.2007წ., მუხ.1650
3. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 23 ნოემბრის ბრძანებულება №652-სსმIII, №168, 28.11.2007წ., მუხ.1853
4. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 დეკემბრის ბრძანებულება №722-სსმIII, №186, 28.12.2007წ., მუხ.2076
5. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 სექტემბრის ბრძანებულება №470-სსმIII, №144, 01.10.2008წ., მუხ.1435
6. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 20 ოქტომბრის ბრძანებულება №503-სსმIII, №154, 22.10.2008წ., მუხ.1521
7. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 26 მარტის ბრძანებულება №150-სსმIII, №39, 30.03.2009წ., მუხ.441
8. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 13 აპრილის ბრძანებულება №187-სსმIII, №47, 16.04.2009წ., მუხ.517
9. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 22 აპრილის ბრძანებულება №195-სსმIII, №50, 27.04.2009წ., მუხ.557
10. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 22 მაისის ბრძანებულება №274-სსმIII, №63, 22.05.2009წ., მუხ.702
11. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 12 ივნისის ბრძანებულება №319-სსმIII, №75, 19.06.2009წ., მუხ.829
12. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 26 ნოემბრის ბრძანებულება №863-სსმIII, №146, 27.11.2009წ., მუხ.1700
13. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 1 დეკემბრის ბრძანებულება №889-სსმIII, №148, 01.12.2009წ., მუხ.1747
14. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 22 იანვრის ბრძანებულება №47-სსმIII, №7, 25.01.2010წ., მუხ.69
15. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 თებერვლის ბრძანებულება №75-სსმIII, №13, 03.02.2010წ., მუხ.141
16. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 7 მაისის ბრძანებულება №291-სსმIII, №52, 10.05.2010წ., მუხ.770
17. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 მაისის ბრძანებულება №294-სსმIII, №52, 10.05.2010წ., მუხ.773
18. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 3 ივნისის ბრძანებულება №374-სსმIII, №63, 04.06.2010წ., მუხ.930
19. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 26 ივლისის ბრძანებულება №556-სსმIII, №90, 26.07.2010წ., მუხ.1337
20. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 22 ოქტომბრის ბრძანებულება №853-სსმIII, №136, 22.10.2010წ., მუხ.1970
21. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 27 ოქტომბრის ბრძანებულება №864-სსმIII, №139, 27.10.2010წ., მუხ.2002
22. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 4 ნოემბრის ბრძანებულება №890-სსმIII, №144, 08.11.2010წ., მუხ.2053
23. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანებულება №106-ვებგვერდი,24.02.2011წ.
24. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 12 ივლისის ბრძანებულება №370 – ვებგვერდი, 13.07.2011წ.
25. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 4 აგვისტოს ბრძანებულება №430 – ვებგვერდი, 05.08.2011წ.
26. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 16 სექტემბრის ბრძანებულება №525 - ვებგვერდი, 16.09.2011წ.
27. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 30 სექტემბრის ბრძანებულება №571 - ვებგვერდი, 30.09.2011წ.
28. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 17 ნოემბრის ბრძანებულება №737 - ვებგვერდი, 18.11.2011წ.
29. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 21 ნოემბრის ბრძანებულება №741 - ვებგვერდი, 21.11.2011წ.
30. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 დეკემბრის ბრძანებულება №823 - ვებგვერდი, 14.12.2011წ.
31. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 16 იანვრის ბრძანებულება №40 - ვებგვერდი, 17.01.2012წ.
32. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 14 მარტის ბრძანებულება №203 - ვებგვერდი, 14.03.2012წ.
33. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 7 მაისის ბრძანებულება №375 - ვებგვერდი, 08.05.2012წ.
34. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 23 მაისის ბრძანებულება №414 - ვებგვერდი, 23.05.2012წ.
35. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 5 დეკემბრის ბრძანებულება №1086 - ვებგვერდი, 05.12.2012წ.
36. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 26 მარტის ბრძანებულება №200 - ვებგვერდი, 26.03.2013წ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი (შემდეგში – გაერთიანებული შტაბი) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი და ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრატეგიულ-ოპერატიულ მართვას.
2. გაერთიანებული შტაბი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ დებულებით, საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის სამართლებრივი აქტებით.
3. გაერთიანებულ შტაბს აქვს დროშა, შტანდარტი, ემბლემა, გერბიანი ბეჭედი, დადგენილი ნიმუშის ბლანკი და შტამპი.
თავი II
გაერთიანებული შტაბის ფუნქციები და ამოცანები
მუხლი 2
გაერთიანებული შტაბის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვაში, სამხედრო საფრთხის შეფასებაში მონაწილეობა, შეიარაღებული ძალებისათვის სტრატეგიულ-ოპერატიული გეგმების მომზადება და სტრატეგიულ-ოპერატიული მიმართულებების განსაზღვრა;
ბ) საგანგებო და/ან საომარი მდგომარეობის, აგრეთვე სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში არსებული ჯარის სახეობის ბაზაზე გაერთიანებულ ძალთა ოპერატიული და ტაქტიკური დაჯგუფებების ჩამოყალიბება და მათი მოქმედების კონტროლი;
გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისთან ერთად საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნისა და საბრძოლო მომზადების პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების ზედამხედველობა;
დ) სამხედრო განათლების პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, სამხედრო კადრების მომზადებისა და გადამზადების საკითხების გადაწყვეტა;
ე) შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის გეგმების შემუშავება;
ვ) შეიარაღებული ძალების ჯარის სახეობის მართვა.
ზ) სამხედრო ძალების რეზერვის მომზადების, გამოყენების დაგეგმვა და კოორდინაცია;
თ) საომარი მდგომარეობის დროს სამხედრო ძალების მართვა და კონტროლი;
ი) საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფისა და რესურსების განაწილების გეგმების შემუშავება და მათი განხორციელების კონტროლი;
კ) შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკით, შეიარაღებით, აღჭურვილობით, საბრძოლო მასალითა და სხვა სამხედრო ქონებით უზრუნველსაყოფად წინადადებების მომზადება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის წარდგენა;
ლ) შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;
მ) (ამოღებულია – 26.03.2013, №200);
ნ) სადაზვერვო საქმიანობის განხორციელება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ო) საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა და მათი შესრულების კონტროლი თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
პ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით უზრუნველყოფისა და განვითარების დაგეგმვა, კოორდინაცია და კონტროლი;
ჟ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება;
რ) შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დაქვემდებარებაში არსებული ჯარის სახეობისა და ქვედანაყოფების სტრუქტურებისა და საშტატო ნუსხების პროექტების შემუშავება;
ს) შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის, მათ შორის, სამოქალაქო მოსამსახურეთა, აგრეთვე თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სამხედრო მოსამსახურეთა საკადრო (გაწვევა, დანიშვნა, გადაადგილება, დაწინაურება, პროფესიული განვითარება, წოდების მინიჭება, წახალისება, დათხოვნა, გათავისუფლება) უზრუნველყოფა;
ტ) ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური გარანტიების უზრუნველყოფის ხელშეწყობა, შესაბამისი მიზნობრივი პროგრამების განხორციელებისათვის ღონისძიებათა სისტემის შემუშავება და მათი შესრულების ორგანიზება;
უ) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირება;
ფ) სამხედრო ძალების რეზერვის მობილიზაციის სისტემის მართვისა და განვითარების დაგეგმვა;
ქ) სამხედრო პოლიტიკის დაგეგმვა, კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის კოორდინაცია, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამომავლო სტრუქტურებისა და მათი განვითარების კონცეფციების შემუშავება, საინფორმაციო ოპერაციების სტრატეგიის განსაზღვრა;
ღ) საქართველოს შეიარაღებული ძალების სამედიცინო უზრუნველყოფის მიმდინარე და პერსპექტიული გეგმების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი, სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ყ) კომპეტენციის ფარგლებში დებულებების, დოქტრინების, წესდებებისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;
შ) საქართველოს საზღვაო სივრცეში სუვერენული უფლებების დაცვისა და შავ ზღვაზე ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველმყოფ შესაბამის უწყებებთან ურთიერთქმედება, სამხედრო-საზღვაო ოპერაციების დაგეგმვაში მონაწილეობა, აღსრულების კოორდინაცია კომპეტენციის ფარგლებში, ასევე საერთაშორისო სამხედრო-საზღვაო თანამშრომლობის მხარდაჭერა.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 17 ოქტომბრის ბრძანებულება №591-სსმIII, №147, 22.10.2007წ., მუხ.1650
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 7 მაისის ბრძანებულება №291-სსმIII, №52, 10.05.2010წ., მუხ.770
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 3 ივნისის ბრძანებულება №374-სსმIII, №63, 04.06.2010წ., მუხ.930
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 26 ივლისის ბრძანებულება №556-სსმIII, №90, 26.07.2010წ., მუხ.1337
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 დეკემბრის ბრძანებულება №823 - ვებგვერდი, 14.12.2011წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 26 მარტის ბრძანებულება № 200 - ვებგვერდი, 26 .03.2013წ.
თავი III
გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობა
მუხლი 3
1. გაერთიანებულ შტაბს ხელმძღვანელობს გაერთიანებული შტაბის უფროსი, რომელიც არის საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო მრჩეველი.
2. გაერთიანებული შტაბის უფროსს საქართველოს თავდაცვის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
3. გაერთიანებული შტაბის უფროსი თანამდებობაზე, როგორც წესი, ინიშნება სამი წლით. აღნიშნული ვადა თავდაცვის მინისტრის შუამდგომლობით შეიძლება გაგრძელდეს კიდევ ერთი წლით.
4. გაერთიანებული შტაბის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე, რომლებსაც გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
5. (ამოღებულია).
6. გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებას საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით განსაზღვრავს გაერთიანებული შტაბის უფროსი.
7. გაერთიანებული შტაბის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, გაერთიანებული შტაბის უფროსის დავალებით, გაერთიანებული შტაბის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 17 ოქტომბრის ბრძანებულება №591-სსმIII, № 1 47, 22.10.2007წ., მუხ.1650
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 20 ოქტომბრის ბრძანებულება №503-სსმIII, №154, 22.10.2008წ., მუხ.1521
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 მაისის ბრძანებულება №294-სსმIII, №52, 10.05.2010წ., მუხ.773
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 12 ივლისის ბრძანებულება №370 – ვებგვერდი, 13.07.2011წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 5 დეკემბრის ბრძანებულება №1086 - ვებგვერდი, 05.12.2012წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 26 მარტის ბრძანებულება № 200 - ვებგვერდი, 26 .03.2013წ.
მუხლი 4
გაერთიანებული შტაბის უფროსი:
ა) უზრუნველყოფს შეიარაღებული ძალების გამოყენების სამხედრო-სტრატეგიულ და ოპერატიულ-ტაქტიკური გეგმების მომზადების კონტროლს;
ბ) საქართველოს პრეზიდენტს – სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალსა და საქართველოს თავდაცვის მინისტრს წარუდგენს წინადადებებს თავდაცვის პოლიტიკის, შეიარაღებული ძალების სტრატეგიული მართვის, სამომავლო განვითარების, სამხედრო ტექნიკის, შეიარაღების შეძენისა და პერსპექტიული სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური საკითხების შესახებ;
გ) მართავს და აკონტროლებს თავის დაქვემდებარებაში არსებულ ჯარის სახეობას და სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებს;
დ) (ამოღებულია);
ე) წყვეტს საკადრო საკითხებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) საქართველოს თავდაცვის მინისტრს წარუდგენს წინადადებებსა და რეკომენდაციებს სამხედრო პროგრამებისა და სამხედრო ბიუჯეტის საკითხების შესახებ;
ზ) საქართველოს თავდაცვის მინისტრს წარუდგენს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის საკითხებში;
თ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად უზრუნველყოფს სხვა ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან ორმხრივ და მრავალმხრივ სამხედრო თანამშრომლობას;
ი) (ამოღებულია);
კ) საომარი მდგომარეობის დროს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმძღვანელობს სამხედრო ძალებს, საქართველოს თავდაცვის მინისტრს წარუდგენს დასანიშნად გაერთიანებულ ძალთა ოპერატიული და ტაქტიკური დაჯუფებების მეთაურების კანდიდატურებს და ახორციელებს მათ მართვასა და კონტროლს;
ლ) ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. გაერთიანებული შტაბის უფროსი მართავს თავის დაქვემდებარებაში არსებულ სახმელეთო ჯარებს.
3. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 17 ოქტომბრის ბრძანებულება №591-სსმIII, № 1 47, 22.10.2007წ., მუხ.1650
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 სექტემბრის ბრძანებულება №470-სსმIII, №144, 01.10.2008წ., მუხ.1435
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 20 ოქტომბრის ბრძანებულება №503-სსმIII, №154, 22.10.2008წ., მუხ.1521
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 26 მარტის ბრძანებულება №150-სსმIII, №39, 30.03.2009წ., მუხ.441
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 7 მაისის ბრძანებულება №291-სსმIII, №52, 10.05.2010წ., მუხ.770
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 მაისის ბრძანებულება №294-სსმIII, №52, 10.05.2010წ., მუხ.773
თავი IV
გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი სტატუსი და ძირითადი ამოცანები
მუხლი 5
1. გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) J-1 - პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი;
ბ) J-2 - დაზვერვის დეპარტამენტი;
გ) J-3 - ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტი;
დ) J-4/8 - ლოგისტიკისა და რესურსების დაგეგმვის დეპარტამენტი;
ე) J-5/9 - სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო პოლიტიკისა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის დეპარტამენტი;
ვ) J-6 - კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტი;
ზ) J-7 - სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტი;
თ) გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ი) საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველო;
კ) შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველო;
ლ) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი;
მ) წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა;
ნ) ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა;
ო) ეროვნული გვარდია;
პ) სპეციალური ოპერაციების ძალები;
ჟ) საზღვაო თავდაცვის დეპარტამენტი;
რ) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი;
ს) სამედიცინო დეპარტამენტი;
ტ) ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი.
2. გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციებია:
ა) J-1 – პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის, მათ შორის, სამოქალაქო მოსამსახურეთა, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეთა საკადრო უზრუნველყოფას, ასევე შეიმუშავებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სტრუქტურებისა და საშტატო ნუსხების პროექტებს, მონაწილეობს სამხედრო ძალების რეზერვის მობილიზაციის სისტემის მართვისა და განვითარების ღონისძიებათა დაგეგმვაში; ურთიერთობს სამხედრო ძალების რეზერვში აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებში უფლებამოსილ სამთავრობო დაწესებულებასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან;
ბ) J-2 – დაზვერვის დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სადაზვერვო უზრუნველყოფის დაგეგმვასა და სადაზვერვო მოქმედებების კოორდინაციას;
გ) J-3 - ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების მართვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას; გეგმავს სამხედრო ოპერაციებს; უზრუნველყოფს სწავლებების დაგეგმვასა და ჩატარებას; განსაზღვრავს საინფორმაციო ოპერაციების სტრატეგიას;
დ) J-4/8 - ლოგისტიკისა და რესურსების დაგეგმვის დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფისა და რესურსების განაწილების გეგმების შემუშავებას;
ე) J-5/9 - სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო პოლიტიკისა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის დეპარტამენტი თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტების საფუძველზე, ახორციელებს სამხედრო პოლიტიკის დაგეგმვას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისთან ერთად კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობას, შეიმუშავებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამომავლო სტრუქტურასა და მისი განვითარების კონცეფციებს, განსაზღვრავს სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების სტრატეგიას;
ვ) J-6 - კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტი გეგმავს, ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მართვისა და კონტროლის სისტემის მხარდაჭერას კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით, ახორციელებს ამ სისტემების დანერგვასა და უზრუნველყოფს მათ შემდგომ განვითარებას;
ზ) J-7 - სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში განსაზღვრავს სამხედრო განათლებასა და საბრძოლო მომზადების ძირითად მიმართულებებს, აყალიბებს გამოცდილების გაზიარების სისტემას, კოორდინაციას უწევს შესაბამისი დოქტრინების შემუშავებას;
თ) გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტი ხელს უწყობს გაერთიანებული შტაბის საქმიანობის კოორდინაციას; ახორციელებს გაერთიანებული შტაბის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას, გაერთიანებული შტაბის უფროსისა და მისი მოადგილეების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, ექსპერტიზასა და ვიზირებას, ახორციელებს საქმისწარმოების ორგანიზებას კომპეტენციის ფარგლებში, გაერთიანებული შტაბის საფინანსო და სანივთე უზრუნველყოფას, ადმინისტრაციული შენობის მომსახურებას, ნატოს ქვერეგისტრის ფუნქციონირებას და გაერთიანებული შტაბისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების არქივის მართვას; კოორდინაციას უწევს საიდუმლოების რეჟიმის დაცვას, სპორტული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ორგანიზებას საქართველოს შეიარაღებულ ძალებში;
ი) საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველო ახორციელებს გაერთიანებული შტაბისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირებას;
კ) შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად, უზრუნველყოფს შეიარაღებისა და ტექნიკის ინსპექტირებას, საინსპექციო ჯგუფების, სადამკვირვებლო მისიების მიღებას, ნდობისა და უსაფრთხოების ფორუმზე მომუშავე საკონსულტაციო კომიტეტებსა და კომისიებთან თანამშრომლობას;
ლ) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს:
ლ.ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში დანაშაულთა გამოძიებას, საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ სამხედრო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების დაცვას, სამხედრო ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას;
ლ.ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული შენობებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიის, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების შენობებისა და ტერიტორიის კონტროლის სისტემების პროგრამულ უზრუნველყოფას;
ლ.გ) სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა დაჭრა-დასახიჩრების, ტრავმის მიღების ან დაღუპვის ფაქტებზე ინსპექტირებასა და სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას – უკავშირდება თუ არა აღნიშნული ფაქტები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნის მომზადებას/გაცემას;
ლ.დ) ოპერატიულ-ტექნიკური და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებას, უსაფრთხოების წესების შემუშავებასა და ინფორმაციის ანალიტიკურ დამუშავებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ლ.ე) საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას;
მ) წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა უზრუნველყოფს სამხედრო-სასწავლო დაწესებულებათა ინსტიტუციური ბაზისა და ორგანიზაციული სფეროს განვითარებას, სწავლებისა და წვრთნების კოორდინაციასა და კონტროლს, მაღალკვალიფიციური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურე კადრების მომზადებას/გადამზადებას, ოპერატიული და ტაქტიკური დონის დოქტრინების შემუშავებას, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დაგეგმილი სწავლებისა და წვრთნების მხარდაჭერას, ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PFP) ფარგლებში ნატოს და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების მომზადებასა და სამხედრო სასწავლო ცენტრებთან ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობას, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის მისაღებად განსაზღვრული ქვედანაყოფების მომზადება-გადამზადებას. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ განსაზღვრულ თანამდებობის პირს წარუდგენს წინადადებებს უცხოეთში მიღებული სამხედრო განათლების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღიარების შესახებ;
ნ) ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, გაერთიანებული შტაბისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკურ უზრუნველყოფას, ტოპოგეოდეზიურ და პოლიგრაფიულ მომსახურებას;
ო) ეროვნული გვარდია:
ო.ა) გაერთიანებული შტაბის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, ახორციელებს სამხედრო ძალების რეზერვისტთა მომზადებასა და გადამზადებას, საგანგებო სიტუაციების ან საგანგებო მდგომარეობის დროს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერას, სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებათა განხორციელების ხელშეწყობას, სხვადასხვა ცერემონიისა და სარიტუალო ღონისძიების ჩატარებას;
ო.ბ) ურთიერთობს ეროვნული გვარდიის რეზერვის აღრიცხვისა და რეზერვიდან გაწვევის საკითხებში უფლებამოსილ სამთავრობო დაწესებულებებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან;
პ) სპეციალური ოპერაციების ძალები მონაწილეობას იღებს ოპერატიული დაგეგმვის პროცესში, წვრთნის და ამზადებს სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფებს, ატარებს სპეციალურ ოპერაციებს;
ჟ) საზღვაო თავდაცვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს საქართველოს საზღვაო სივრცეში სუვერენული უფლებების დაცვისა და შავ ზღვაზე ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველმყოფ შესაბამის უწყებებთან ურთიერთქმედებას, მიღებული ინფორმაციის ანალიზს, შესაბამისი საფრთხეების გასანეიტრალებლად ოპერაციების დაგეგმვაში მონაწილეობას და აღსრულების კოორდინაციას კომპეტენციის ფარგლებში, ასევე საერთაშორისო სამხედრო-საზღვაო თანამშრომლობის მხარდაჭერას;
რ) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი ახორციელებს ფარული და ღია წყაროებიდან ოპერატიული ინფორმაციის მოპოვებას და მონაწილეობს მოსალოდნელი რისკის განსაზღვრაში;
ს) სამედიცინო დეპარტამენტი ახორციელებს სამედიცინო უზრუნველყოფის მიმდინარე და პერსპექტიული გეგმების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს; სამედიცინო ქონებით უზრუნველყოფის დაგეგმვასა და მისი შესრულების მონიტორინგს, კომპეტენციის ფარგლებში სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას; სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ზედამხედველობის განხორციელებას;
ტ) ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი უზრუნველყოფს:
ტ.ა) ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური გარანტიების უზრუნველყოფის ხელშეწყობას, შესაბამისი მიზნობრივი პროგრამების განხორციელებისათვის ღონისძიებათა სისტემის შემუშავებასა და მათი შესრულების ორგანიზებას;
ტ.ბ) ვეტერანთა რეაბილიტაციის, პროფესიული ორიენტაციისა და მომზადების (გადამზადების) სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების, აგრეთვე ომის ვეტერანებთან დაკავშირებული საერთაშორისო პროგრამების მოძიება-განხორციელების ხელშეწყობას, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ღონისძიებების ხელშეწყობის პერსპექტივების განსაზღვრას;
ტ.გ) ვეტერანთა მიმართ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობას;
ტ.დ) „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული პირების აღრიცხვას, ერთიანი კომპიუტერული მონაცემთა ბაზის შექმნას, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერანის მოწმობების დამზადების უზრუნველყოფასა და გაცემას;
ტ.ე) ვეტერანთა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კავშირებთან ურთიერთობის დამყარებას/განმტკიცებას;
ტ.ვ) ომის მონაწილე ხანდაზმული, მარტოხელა ვეტერანების საპატრონაჟო ღონისძიებებისა და მათი მოხუცთა თავშესაფარში მოთავსების ორგანიზებას; სამშობლოს დაცვისას დაღუპულ, აგრეთვე ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავსაყოფად გაწეული მუშაობის კოორდინაციასა და მონიტორინგს;
ტ.ზ) ომის ვეტერანების მხედრული ტრადიციების განმტკიცებასა და მომავალი თაობის პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;
ტ.თ) ვეტერანების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ხელყოფის ფაქტების გამოვლენას და მათი აღმოფხვრის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებას;
ტ.ი) დეპარტამენტის ფუნქციების განსახორციელებლად შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებას;
ტ.კ) ვეტერანთა სამედიცინო დახმარების, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკური მიმოხილვებისა და მოხსენებების მომზადებას და ამ მიზნით მიღებული ინფორმაციის დამუშავებას;
ტ.ლ) დეპარტამენტის ამოცანების განხორციელებისათვის საინფორმაციო ცნობარის, ჟურნალის, ბუკლეტების დაბეჭდვის უზრუნველყოფას კომპეტენციის ფარგლებში;
ტ.მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ვეტერანების სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების მიზნით წარდგინების მომზადებასა და შესაბამისი ქვედანაყოფისათვის გადაცემას;
ტ.ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ვეტერანთა შესახებ სათანადო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას სოციალური გასაცემლების ადმინისტრირების შესაბამისი ორგანოსათვის.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 17 ოქტომბრის ბრძანებულება №591-სსმIII, № 1 47, 22.10.2007წ., მუხ.1650
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 23 ნოემბრის ბრძანებულება №652-სსმIII, №168, 28.11.2007წ., მუხ .1853
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 დეკემბრის ბრძანებულება №722-სსმIII, №186, 28.12.2007წ., მუხ.2076
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 სექტემბრის ბრძანებულება №470-სსმIII, №144, 01.10.2008წ., მუხ.1435
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 26 მარტის ბრძანებულება №150-სსმIII, №39, 30.03.2009წ., მუხ.441
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 13 აპრილის ბრძანებულება №187-სსმIII, №47, 16.04.2009წ., მუხ.517
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 22 აპრილის ბრძანებულება №195-სსმIII, №50, 27.04.2009წ., მუხ.557
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 22 მაისის ბრძანებულება №274-სსმIII, №63, 22.05.2009წ., მუხ.702
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 12 ივნისის ბრძანებულება №319-სსმIII, №75, 19.06.2009წ., მუხ.829
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 26 ნოემბრის ბრძანებულება №863-სსმIII, №146, 27.11.2009წ., მუხ.1700
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 4 ნოემბრის ბრძანებულება №890-სსმIII, №144, 08.11.2010წ., მუხ.2053
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 1 დეკემბრის ბრძანებულება №889-სსმIII, №148, 01.12.2009წ., მუხ.1747
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 22 იანვრის ბრძანებულება №47-სსმIII, №7, 25.01.2010წ., მუხ.69
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 თებერვლის ბრძანებულება №75-სსმIII, №13, 03.02.2010წ., მუხ.141
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 მაისის ბრძანებულება №294-სსმIII, №52, 10.05.2010წ., მუხ.773
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 26 ივლისის ბრძანებულება №556-სსმIII, №90, 26.07.2010წ., მუხ.1337
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 22 ოქტომბრის ბრძანებულება №853-სსმIII, №136, 22.10.2010წ., მუხ.1970
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 27 ოქტომბრის ბრძანებულება №864-სსმIII, №13 9 , 2 7 .10.2010წ., მუხ.2002
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანებულება №106-ვებგვერდი,24.02.2011წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 4 აგვისტოს ბრძანებულება №430 – ვებგვერდი, 05.08.2011წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 16 სექტემბრის ბრძანებულება №525 - ვებგვერდი, 16.09.2011წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 30 სექტემბრის ბრძანებულება №571 - ვებგვერდი, 30.09.2011წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 17 ნოემბრის ბრძანებულება №737 - ვებგვერდი, 18.11.2011წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 21 ნოემბრის ბრძანებულება №741 - ვებგვერდი, 21.11.2011წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 დეკემბრის ბრძანებულება №823 - ვებგვერდი, 14.12.2011წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 16 იანვრის ბრძანებულება №40 - ვებგვერდი, 17.01.2012წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 14 მარტის ბრძანებულება №203 - ვებგვერდი, 14.03.2012წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 7 მაისის ბრძანებულება №375 - ვებგვერდი, 08.05.2012წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 23 მაისის ბრძანებულება №414 - ვებგვერდი, 23.05.2012წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 26 მარტის ბრძანებულება № 200 - ვებგვერდი, 26 .03.2013წ.