„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
460
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-08-08
გამოქვეყნების თარიღი
2007-08-13
სარეგისტრაციო კოდი
140.120.000.08.002.004
„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №460

2007 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში (სსმ III, 2003 წ., №126, მუხ. 1050) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული ნუსხის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საგადასახადო ინსპექციის უფროსი და მისი მოადგილეები, მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის უფროსი და მისი მოადგილეები;“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს 2007 წლის 1 აგვისტოდან.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია