„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
239
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2010-04-13
გამოქვეყნების თარიღი
2010-04-14
სარეგისტრაციო კოდი
010320010.22.026.014479
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.026.014.479

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება № 239

2010 წლის 13 აპრილი

 ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 14.01.2009, №4, მუხ.32) შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის ქვედანაყოფებია:

ა) დაგეგმვისა და პოლიტიკის სამმართველო;

ბ) მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო;

გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო.“

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. ახალაია

 

კრებსითი — სრული ვერსია