„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1131 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
254
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2010-03-31
გამოქვეყნების თარიღი
2010-03-31
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.033.014431
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1131 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.014.431

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №254

2010 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1131 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1131 ბრძანებაში (სსმ III, 16.10.07, №144, მუხლი 1602) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1

ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალურ აპარატში და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის 12.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით“

„12.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი

□ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი

□ იურიდიული დეპარტამენტი

□ ადმინისტრაციული დეპარტამენტი

□ მინისტრის აპარატი

□ საბიუჯეტო დეპარტამენტი

□ ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტი

□ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

□ დავების განხილვის სამსახური.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.

კ. ბაინდურაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია