„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 22 იანვრის №25 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
249
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2010-03-31
გამოქვეყნების თარიღი
2010-03-31
სარეგისტრაციო კოდი
010320020.22.033.014426
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 22 იანვრის №25 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.033.014.426

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №249

2010 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 22 იანვრის №25 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 22 იანვრის №25 ბრძანებაში (სსმ III, 26.01.09, №10, მუხლი 93) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები №1, №3, №4 და №5 დანართების შესაბამისად.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2 ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.

კ. ბაინდურაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია