„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
440
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-07-24
გამოქვეყნების თარიღი
2007-07-31
სარეგისტრაციო კოდი
120.010.000.08.002.004
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №440

2007 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №139, მუხ. 1148) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-40 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„40. სასწავლებლად წარგზავნილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც გათავისუფლებული არიან დაკავებული თანამდებობიდან და წარგზავნილნი მსმენელებად სხვადასხვა სასწავლებელში, სწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში უნარჩუნდებათ ფულადი სარგოები, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი, სასურსათო ულუფის ნაცვლად დაწესებული ფულადი კომპენსაცია, ხოლო სამოქალაქო პირებს – თანამდებობრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი. ამასთანავე ეძლევათ სამივლინებო თანხები დადგენილი წესით (თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული). რეზერვიდან ჩარიცხულ მსმენელებს უწესდებათ ყოველთვიური ფულადი სარგო 230 ლარის ოდენობით.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს 2007 წლის 1 აგვისტოდან.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია