„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 13 დეკემბრის №741 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
436
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-07-20
გამოქვეყნების თარიღი
2007-07-25
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.004
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 13 დეკემბრის №741 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №436

2007 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 13 დეკემბრის №741 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის გათვალისწინებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 13 დეკემბრის №741 ბრძანებულების (სსმ III, 2006 წ., №168, მუხ. 2272) პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეორგანიზებულ იქნეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 იანვრის №9 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი და მის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი (შემდეგში – ცენტრი).“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია