„სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
2
მიმღები ორგანო
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
მიღების თარიღი
2010-04-01
გამოქვეყნების თარიღი
2010-04-01
სარეგისტრაციო კოდი
010240060.21.014.014449
„სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.060.21.014.014.449

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №2

2010 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებით (სსმ III, 03.01.2006., №1, მუხ. 1) დამტკიცებულ „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკვალიფიკაციო მოთხოვნები შეიძლება დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა პროფესიონალური და ტექნიკური კვალიფიკაციის, ფინანსური რესურსის, გამოცდილებისა და რეპუტაციის, ტექნიკური აღჭურვილობის და სხვა მატერიალური შესაძლებლობების, ასევე იმ საკითხების მიმართ, რომელიც ეხება მათი საქმიანობის სამართლებრივ მხარეს.“.

2. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. დაუშვებელია შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე პირისათვის წერილობითი დადასტურების მოთხოვნა, რომ იგი არ არის შეყვანილი შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ტ. ურჯუმელაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია