|
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე
|
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი და საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულება (დანართი №1). 2. დამტკიცდეს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამა (დანართი №2). 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ნოტარიუსობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და ნოტარიუსობის კანდიდატის კონკურსის წესით შერჩევის შესახებ დებულებებისა და ნოტარიუსობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდის პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 6 ივნისის №422 ბრძანება. 4. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან. ზ. ადეიშვილი |
დანართი №1
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი და საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულება მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი და საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულება შემუშავებულია „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე და განსაზღვრავს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის (შემდგომში – გამოცდა) ჩატარების, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის (შემდგომში – კომისია) შექმნისა და საქმიანობის პრინციპებს. 2. გამოცდის ჩატარების მიზანს წარმოადგენს იმის განსაზღვრა, თუ რამდენად შეესაბამება ნოტარიუსობის კანდიდატის კვალიფიკაცია ნოტარიუსისათვის წაყენებულ მოთხოვნებს.
მუხლი 2. გამოცდის ჩაბარების უფლების მქონე პირები 1. გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს. 2. (ამოღებულია - 28.02.14 წ. №2). 3. ამ დებულების მიზნებისათვის, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონედ ითვლება: ა) პირი, თუ მას დამთავრებული აქვს სახელმწიფო (მათ შორის, საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი რესპუბლიკის) უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი სპეციალობით „სამართლისმცოდნეობა” ან „საერთაშორისო სამართალი” და სახელმწიფო საგამოცდო კომისიის მიერ მინიჭებული აქვს „იურისტის” კვალიფიკაცია; ბ) პირი, რომელსაც აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აქვს ბაკალავრის, დიპლომირებული სპეციალისტის ან მაგისტრის უმაღლესი აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობის სპეციალობაში, ამასთან, დიპლომის დანართიდან ირკვევა, რომ მას ჩაბარებული აქვს შემდეგი საგნები: ბ.ა) სამართლის თეორია; ბ.ბ) საკონსტიტუციო სამართალი; ბ.გ) სამოქალაქო სამართალი; ბ.დ) სამოქალაქო სამართლის პროცესი; ბ.ე) ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი; ბ.ვ) სამეწარმეო სამართალი; გ) პირი, თუ მას დამთავრებული აქვს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი, სპეციალობით „სამართლისმცოდნეობა”, ასევე ლიცენზირებული კერძო უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული, რომელსაც სახელმწიფო საგამოცდო კომისიის მიერ მინიჭებული აქვს „იურისტის” კვალიფიკაცია, ამასთან, დიპლომის დანართიდან ირკვევა, რომ მას ჩაბარებული აქვს ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგნები. 4. პირი, რომელსაც უმაღლესი იურიდიული განათლება მიღებული აქვს საზღვარგარეთ, საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება საზღვარგარეთ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით აღიარების შემთხვევაში. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №190-სსმIII, №134, 19.10.2010წ.,მუხ.1934
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 28 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 28.01.2014 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის ბრძანება №20 - ვებგვერდი, 08.04.2014 წ.
მუხლი 3. კომისია 1. ნოტარიუსობის კანდიდატი გამოცდას აბარებს კომისიას. 2. კომისია იქმნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებისაგან, საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე შესაბამისი დარგის სპეციალისტებისაგან. 4. კომისია იქმნება გამოცდის ჩატარებამდე არა უადრეს ათი დღისა და მისი უფლებამოსილება წყდება გამოცდის შედეგების დამტკიცებისთანავე. 3. კომისიის წევრთა რაოდენობას და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. კომისიის შემადგენლობა ანონიმურია. 4. საქართველოს იუსტიციის მინისტრი კომისიის წევრთაგან ნიშნავს კომისიის თავმჯდომარეს.
მუხლი 4. გამოცდის დანიშვნა 1. გამოცდას ნიშნავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 2. გამოცდის დანიშვნის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოსცემს ბრძანებას, რომელიც გამოცდის ჩატარებამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე უნდა გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. ბრძანება აგრეთვე ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისა (შემდგომში – იუსტიციის სასწავლო ცენტრი) და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის (შემდგომში – ნოტარიუსთა პალატა) ვებგვერდებზე. 3. გამოცდის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, იუსტიციის სასწავლო ცენტრთან იქმნება კომისიის სამდივნო, რომლის მიზანია გამოცდის მოსამზადებლად აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა, მათ შორის, გამოცდის ჩაბარების მსურველთა საბუთების მიღება და დადგენილ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის შემოწმება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №116 - ვებგვერდი, 09.08.2011 წ.
მუხლი 5. გამოცდაზე დასაშვებად საბუთების მიღება 1. გამოცდაზე დაშვების მიზნით საბუთების მიღება იწყება გამოცდის ჩატარების თარიღის გამოცხადებიდან მეორე სამუშაო დღეს და მთავრდება გამოცდის ჩატარებამდე ხუთი დღით ადრე. დაგვიანებით შემოსული საბუთები არ მიიღება. 2. გამოცდის ჩაბარების მსურველებმა სამდივნოში ელექტრონულად უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები: ა) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის ასლი, ხოლო ამ დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ ბ“ და „ გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში - ჩაბარებული საგნების დანართის ასლი; ბ) ავტობიოგრაფია (CV); გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4-ზე; ე) გამოცდაში მონაწილეობისათვის კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. 3. თუ პირი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მის მიერ წარმოდგენილი საბუთები შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, საბუთების გაგზავნიდან 3 დღის ვადაში იგი მიიღებს ელექტრონულ ფოსტაზე დადასტურებას გამოცდაზე დაშვების შესახებ. თუ პირის მიერ საბუთები წარმოდგენილია არასრული სახით, იგი უფლებამოსილია გამოასწოროს ხარვეზი და სამდივნოში წარადგინოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთები შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №190 - სსმ III, №134,19.10.2010წ.,მუხ.1934
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 2 დეკემბრის ბრძანება №223 - სსმ III, №158,03.12.2010წ.,მუხ.2235
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №116 - ვებგვერდი, 09.08.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის ბრძანება №20 - ვებგვერდი, 08.04.2014 წ.
მუხლი 6. გამოცდის ეტაპები და პროცედურები 1. გამოცდა მოიცავს ორ ეტაპს – ზოგად უნარებს (ვერბალურ და მათემატიკურ ნაწილებს) და პროფესიულ ნაწილს, რომელიც ტარდება ტესტირების ფორმით. ტესტირება ტარდება კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით. 2. ტესტირების დასრულებისას ამობეჭდილი უნდა იქნეს კანდიდატის მიერ დამუშავებული ელექტრონული ტესტების შეფასების ამონაწერის ეგზემპლარი, რომელიც ინახება საგამოცდო კომისიასთან 1 წლის ვადით. 3. პირი გათავისუფლდება გამოცდის პროფესიული ნაწილის ჩაბარების ვალდებულებისაგან, თუ მას ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო ან სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალობით, ან ეკავა მოსამართლის თანამდებობა და ამ გამოცდის ჩაბარებიდან/მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებიდან ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებამდე გასული არ არის 2 წელზე მეტი, ან უკავია მოსამართლის თანამდებობა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 2 დეკემბრის ბრძანება №223-სსმIII, №158, 03.12.2010წ.,მუხ.2235
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №116
- ვებგვერდი, 09.08.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 28 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 28.01.2014 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის ბრძანება №20 - ვებგვერდი, 08.04.2014 წ.
მუხლი 7. გამოცდის პირველი ეტაპი - ზოგადი უნარები 1. გამოცდის პირველი ეტაპის ტესტი შედგება ასი ტესტური ტიპის კითხვისგან. 2. საგამოცდო ტესტი არის კითხვა ოთხი სავარაუდო პასუხით. სავარაუდო პასუხებიდან ერთი პასუხი არის სწორი. 3. გამოსაცდელის ამოცანაა თითოეული ტესტის ოთხი სავარაუდო პასუხიდან აირჩიოს სწორი პასუხი. 4. ტესტის ყოველ საკითხზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, არასწორი პასუხი – 0 ქულით. 5. გამოცდის პირველი ეტაპის მინიმალური შეფასება არის 0, ხოლო მაქსიმალური შეფასება – 100. 6. თუ გამოსაცდელმა გამოცდის პირველ ეტაპზე დააგროვა 70 ან მეტი ქულა, იგი უფლებამოსილია გავიდეს გამოცდის მეორე ეტაპზე, რის შესახებაც პირს ეცნობება გამოცდის პირველი ეტაპის ჩატარების მეორე დღეს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 2 დეკემბრის ბრძანება №223-სსმIII, №158, 03.12.2010წ.,მუხ.2235
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №226-სსმIII, №159, 06.12.2010წ.,მუხ.2256
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №230-სსმIII, №165, 17.12.2010წ.,მუხ.2333
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №116
- ვებგვერდი, 09.08.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის ბრძანება №20 - ვებგვერდი, 08.04.2014 წ.
მუხლი 8. გამოცდის მეორე ეტაპი - პროფესიული ნაწილი 1. გამოცდის მეორე ეტაპის – პროფესიული ნაწილისათვის განკუთვნილი ტესტები უნდა შეესაბამებოდეს ამ ბრძანებით დამტკიცებულ ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამას (დანართი №2). 2. გამოცდის მეორე ეტაპი ტარდება ამ დებულების მე-7 მუხლით (გარდა მე-6 პუნქტისა) დადგენილი წესით. 3. გამოსაცდელმა გამოცდის მეორე ეტაპზე უნდა დააგროვოს 75 ან მეტი ქულა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 2 დეკემბრის ბრძანება №223-სსმIII, №158, 03.12.2010წ.,მუხ.2235
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის ბრძანება №229-სსმIII, №162, 13.12.2010წ.,მუხ.2292
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №231-სსმIII, №165, 17.12.2010წ.,მუხ.2334
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №116
- ვებგვერდი, 09.08.2011 წ.
მუხლი 9. გამოცდაზე გამოცხადების დრო 1. გამოცდის თითოეული ეტაპის ჩატარების დღეს ყველა გამოსაცდელი გამოცდის ჩატარების ადგილას უნდა გამოცხადდეს წინასწარ განსაზღვრულ დროს და გაიაროს რეგისტრაცია. გამოსაცდელებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე გამოცხადებული პირი გამოცდაზე არ დაიშვება. 3. რეგისტრაციის დასრულების შემდგომ გამოცხადებული პირი გამოცდაზე არ დაიშვება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 2 დეკემბრის ბრძანება №223-სსმIII, №158, 03.12.2010წ.,მუხ.2235
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №116
- ვებგვერდი, 09.08.2011 წ.
მუხლი 10. საგამოცდო დრო 1. გამოცდის პირველი ეტაპისთვის გამოსაცდელს ეძლევა 2 საათი, ხოლო მეორე ეტაპისთვის – 3 საათი. 2. გამოსაცდელები მიიღებენ გაფრთხილებას საგამოცდო დროის ამოწურვის შესახებ ორჯერ – დროის დამთავრებამდე 30 წუთით და 15 წუთით ადრე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 2 დეკემბრის ბრძანება №223-სსმIII, №158, 03.12.2010წ.,მუხ.2235
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის ბრძანება №229-სსმIII, №162, 13.12.2010წ.,მუხ.2292
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №116
- ვებგვერდი, 09.08.2011 წ.
მუხლი 11. (ამოღებულია) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 2 დეკემბრის ბრძანება №223-სსმIII, №158, 03.12.2010წ.,მუხ.2235
მუხლი 12. სავალდებულო ინსტრუქტაჟი გამოცდის დაწყებამდე საგამოცდო კომისიის წარმომადგენელი გამოცდის დაწყებამდე ვალდებულია ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს გამოსაცდელებს, აუხსნას მათ ტესტების ამოხსნის მეთოდიკა და სხვა საკითხები, რაც აუცილებელია გამოცდის ჩაბარებისთვის. ინსტრუქტაჟი უნდა მოიცავდეს მითითებას იმის შესახებაც, რომ გამოსაცდელისგან დამოუკიდებელი მიზეზებით კომპიუტერული ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლის ან ტესტირების მიმდინარეობისას სხვა სახის დაბრკოლების შექმნისას, გამოცდის შესაბამისი ეტაპისთვის განკუთვნილი დროის დინება შეჩერდება იმ ხანგრძლივობით, რაც საჭიროა შესაბამისი ხარვეზის აღმოსაფხვრელად. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 2 დეკემბრის ბრძანება №223-სსმIII, №158, 03.12.2010წ.,მუხ.2235
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის ბრძანება №20 - ვებგვერდი, 08.04.2014 წ.
მუხლი 13. საკანონმდებლო მასალის გამოყენების აკრძალვა 1. გამოცდის განმავლობაში გამოსაცდელს ეკრძალება ნორმატიული აქტების, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების ან სხვა ანალოგიური მასალის გამოყენება. 2. გამოცდაზე დაუშვებელია აუდიო ან ტექნიკური საშუალებების (მათ შორის, მობილური ტელეფონების) შეტანა. 3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში გათვალისწინებულ შემთხვევებში დგება შესაბამისი შინაარსის აქტი, ხოლო გამოსაცდელი, რომელიც შემჩნეული იქნება მითითებული მასალისა თუ ტექნიკური საშუალებების გამოყენებაში, მოიხსნება გამოცდიდან და დაეწერება შეფასება 0.
მუხლი 14. გამოცდაზე გამოუცხადებლობის შედეგები გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, გამოუცხადებლობის საფუძვლის მიუხედავად, პირს არ აქვს უფლება მოითხოვოს დამატებითი გამოცდის ჩატარება.
მუხლი 15. საჯაროობა გამოცდის ჩატარებისას 1. გამოცდის ჩატარებისას, საზოგადოებრივი კონტროლისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, გამოცდაზე მეთვალყურეებად დაიშვებიან საზოგადოებრიობის წარმომადგენლები. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებულმა პირებმა გამოცდის ჩატარებამდე ათი დღით ადრე განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. 3. მეთვალყურეები საგამოცდო დარბაზში დაიკავებენ მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებს. საგამოცდო პროცესში ჩარევის უფლება მათ არა აქვთ. ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში მეთვალყურე დათხოვნილ იქნება საგამოცდო დარბაზიდან. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №116 - ვებგვერდი, 09.08.2011 წ.
მუხლი 16. (ამოღებულია) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 2 დეკემბრის ბრძანება №223-სსმIII, №158, 03.12.2010წ.,მუხ.2235
მუხლი 17. საპრეტენზიო კომისია 1. გამოცდის შედეგების გადასინჯვის მიზნით იქმნება საპრეტენზიო კომისია იუსტიციის სამინისტროსა ან/და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებისაგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - აგრეთვე შესაბამისი დარგის სპეციალისტებისაგან. 11. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობას და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. ერთი და იგივე პირი არ შეიძლება იყოს იმავდროულად კომისიისა და საპრეტენზიო კომისიის წევრი. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობა ანონიმურია. 2. გამოცდის თითოეული ეტაპის შემდეგ მიღებული შეფასებით უკმაყოფილო გამოსაცდელი უფლებამოსილია განცხადებით მიმართოს საპრეტენზიო კომისიას, მისი შეფასების გადასინჯვის მოთხოვნით. ამ მიზნით, გამოსაცდელს უფლება აქვს, გაეცნოს საკუთარ ნაშრომს და კომისიის სამდივნოს მიერ განსაზღვრულ დროის შუალედში წერილობით ჩამოაყალიბოს საკუთარი არგუმენტაცია განცხადების დასაბუთების მიზნით. 21. გამოცდის მეორე ეტაპის - პროფესიული ნაწილის შედეგად მიღებული შეფასების გასაჩივრების შემთხვევაში, გამოსაცდელს უფლება აქვს, გამოიყენოს ამ ბრძანებით დამტკიცებულ ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამაში შემავალი ნორმატიული მასალა. კომისიის სამდივნო ვალდებულია შეუქმნას გამოსაცდელს ამ უფლების შეუფერხებლად განხორციელებისათვის სათანადო პირობები და ნორმატიული მასალის ხელმისაწვდომობის მიზნით უზრუნველყოს გამოსაცდელის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე წვდომა. 3. პრეტენზია მიიღება გამოცდის თითოეული ეტაპის შედეგების გამოცხადების დღეს, კომისიის სამდივნოში. დაგვიანებული პრეტენზიები არ მიიღება. 4. საპრეტენზიო კომისიის მიერ პრეტენზიის განხილვისას დაცულია ორმხრივი ანონიმურობის პრინციპი. 5. თუ საპრეტენზიო კომისია დარწმუნდება, რომ შეფასება არ არის სწორი, იგი ვალდებულია შეცვალოს შეფასება. 6. პრეტენზიების განხილვის შედეგები აისახება შესაბამის ოქმში. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 2 დეკემბრის ბრძანება №223-სსმIII, №158, 03.12.2010წ.,მუხ.2235
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 28 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 28.01.2014 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის ბრძანება №20 - ვებგვერდი, 08.04.2014 წ.
მუხლი 18. გამოცდის შედეგები 1. გამოცდის საბოლოო შედეგებს, საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამტკიცებს კომისია. 2. პირები, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს გამოცდა, იღებენ სერტიფიკატს. 3. გამოცდის შედეგები ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №116
- ვებგვერდი, 09.08.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის ბრძანება №20 - ვებგვერდი, 08.04.2014 წ.
|