,,დ. ნატროშვილის, მ. ვაწაძისა და ი. თაქთაქიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
420
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-07-05
გამოქვეყნების თარიღი
2007-07-11
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.08.002.004
,,დ. ნატროშვილის, მ. ვაწაძისა და ი. თაქთაქიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №420

2007 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

დ. ნატროშვილის, მ. ვაწაძისა და ი. თაქთაქიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

მიენიჭოთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს დავით ნატროშვილს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსს მამუკა ვაწაძეს და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსს ირაკლი თაქთაქიშვილს უფლებამოსილება, რომ გამართონ მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და დანიის სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია