„საქართველოს საბანკო დაწესებულებებში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 17 მარტის №44/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
47/01
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2010-03-26
გამოქვეყნების თარიღი
2010-03-31
სარეგისტრაციო კოდი
220010040.18.011.014395
„საქართველოს საბანკო დაწესებულებებში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 17 მარტის №44/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.040.18.011.014.395

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №47/01

2010 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბანკო დაწესებულებებში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 17 მარტის №44/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს საბანკო დაწესებულებებში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 17 მარტის №44/01  ბრძანებით (სსმ III, 19.03.2010., №30) დამტკიცებული  ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2010 წლის 3 მაისიდან, ბანკი ვალდებულია IBAN მიანიჭოს ამ ინსტრუქციის მე–6  მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ანგარიშებს მათი გახსნისას.“.

    მუხლი 2

ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია საბანკო სისტემის მდგომარეობით, რომელიც წარმოშობს აუცილებლობას, რომ კომერციულ ბანკებს IBAN-ის  დანერგვის დაწყებისათვის მიეცეთ დამატებითი მოსამზადებელი პერიოდი, რაც უზრუნველყოფს სიახლის დანერგვისათვის აუცილებელი ბაზისის უკეთ მომზადებას და გააუმჯობესებს IBAN-ის პრაქტიკულ დონეზე დანერგვის შესაძლებლობას.

    მუხლი 3

ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

გ. ქადაგიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია