სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.260.020.22.034.014.387
საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის ბრძანება №337
2010 წლის 25 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა დანართის შესაბამისად.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს შინაგან მინისტრის 2011 წლის 9 თებერვლის №123 ბრძანება - ვებგვერდი, 16.02.2011წ.
2 . ძალადაკარგულია - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკმებრის ბრძანება № 990 - ვებგვერდი, 31 .12.2013 წ.
დანართი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ყოველდღიური ზაფხულის ფორმა
პლანშეტი 1
1. ყოველდღიური ზაფხულის ფორმა – შავი ფერის შარვალი; ლურჯი ფერის მოკლემკლავიანი უსაყელო მაისური; ლურჯი ფერის წინაფრიანი ქუდი; ქუდის წინა მხარეს და მაისურის უკანა მხარეს ოქროსფერი (ყვითელი) წარწერა ქართულ ენაზე: „სოდ “; სახელმწიფო სპეციალური წოდების (შემდგომში _ წოდება) შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.
2. ყოველდღიური ზაფხულის ფორმა _ შავი ფერის შარვალი; ლურჯი ფერის მოკლემკლავიანი მაისური საყელოთი; ლურჯი ფერის წინაფრიანი ქუდი; ქუდის წინა მხარეს და მაისურის უკანა მხარეს ოქროსფერი (ყვითელი) წარწერა ქართულ ენაზე: „სოდ “; წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა
პლანშეტი 2
1. ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – შავი ფერის შარვალი; ლურჯი ფერის მოკლე ქურთუკი; ლურჯი ფერის წინაფრიანი ქუდი; ქუდის წინა მხარეს, ქურთუკის უკანა მხარეს და მკლავებზე ოქროსფერი (ყვითელი) წარწერა ქართულ ენაზე: „სოდ “; ქურთუკის წინა, მარცხენა მხარეს ოქროსფერი (ყვითელი) წარწერა ქართულ ენაზე: „შ.ს.ს. სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი “; წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.
2. ყოველდღიური საგაზაფხული-საშემოდგომო ფორმა _ შავი ფერის შარვალი; ლურჯი ფერის გრძელმკლავიანი პერანგი წინა, მარცხენა მხარეს ოქროსფერი (ყვითელი) ქართული წარწერით „შ.ს.ს. სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი “; ლურჯი ფერის წინაფრიანი ქუდი წინა მხარეს ქართული წარწერით: „სოდ “; წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.
3. ლურჯი ფერის ჟილეტი; ჟილეტის უკანა მხარეს ოქროსფერი (ყვითელი) წარწერა ქართულ ენაზე: „სოდ“; ჟილეტის წინა, მარცხენა მხარეს _ ოქროსფერი (ყვითელი) წარწერა ქართულ ენაზე: „შ.ს.ს. სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი“; წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ზამთრის ყოველდღიური ფორმა
პლანშეტი 3
ყოველდღიური ზამთრის ფორმა – შავი ფერის შარვალი; ლურჯი ფერის დათბუნებული ქურთუკი; შავი ფერის ნაქსოვი ქუდი; ქუდის წინა მხარეს, ქურთუკის უკანა მხარეს და მკლავებზე ოქროსფერი (ყვითელი) წარწერა ქართულ ენაზე: „სოდ“; ქურთუკის წინა, მარცხენა მხარეს ოქროსფერი (ყვითელი) წარწერა ქართულ ენაზე: „შ.ს.ს. სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი“; წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა) სამკლაური ემბლემა
პლანშეტი 4
სამკლაური ემბლემა – სტილიზებული ჰერალდიკური ფარის შავი ფერის ველზე გამოსახულია სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ემბლემა, რომლის ზედა ნაწილში ორივე მხარეს ამოტვიფრულია ოქროსფერი (ყვითელი) „ბოლნურ-კაცხური“ ჯვარი, ხოლო ქვედა ნაწილში, ცენტრში _ „შ.ს.ს.“; ფარს გარშემო შემოვლებული აქვს ოქროსფერი (ყვითელი) კანტი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა) სახელმწიფო სპეციალური წოდების განმასხვავებელი ნიშნები
პლანშეტი 5
წოდების განმასხვავებელი ნიშნები სამხრეებისა და მკერდზე დანაკერების სახით.
პლანშეტი №6
სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მოსამსახურეთა (მამაკაცი) სააღლუმე ფორმა
სააღლუმე ფორმა – მუქი რუხი ლამპასიანი შარვალი; მუქი რუხი ფერის პიჯაკი (ფრენჩი) აქსელბანდით; თეთრი ფერის პერანგი; მუქი რუხი ფერის წინაფრიანი ქუდი; მუქი რუხი ჰალსტუხი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. პიჯაკის საყელოზე დამაგრებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ემბლემა. პიჯაკის მარჯვენა მკლავზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა დანაკერის სახით, ხოლო მარცხენა მკლავზე – სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სააღლუმე ფორმის სამკლავ ური ემბლემა.
სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სააღლუმე ფორმის სამკლავ ური ემბლემა – სტილიზებული ჰერალდიკური ფარის შავი ფერის ველზე გამოსახულია სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ემბლემა, რომლის ირგვლივ წარწერაა – „ სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი“, ხოლო ქვედა ნაწილში, ცენტრში – „შსს“. ფარს გარშემო შემოვლებული აქვს ოქროსფერი (ყვითელი) კანტი.
ქუდის ემბლემა (კოკარდა) – ფონი ვერცხლისფერი, რვა ქიმიანი სხივებიანი ვარ სკვლავი; მასზე გამოსახულია სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ემბლემა .
საქართველოს შინაგან მინისტრის 2011 წლის 9 თებერვლის №123 ბრძანება - ვებგვერდი, 16.02.2011 წ.
პლანშეტი №7
სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მოსამსახურეთა (ქალი) სააღლუმე ფორმა
სააღლუმე ფორმა – მუქი რუხი ლამპასიანი ქვედა ბოლო ; მუქი რუხი ფერის პიჯაკი გამოყვანილი სილუეტით; თეთრი ფერის პერანგი; მუქი რუხი ფერის ქუდი კანტით ; მუქი რუხი ჰალსტუხი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. პიჯაკის საყელოზე დამაგრებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ემბლემა. პიჯაკის მარჯვენა მკლავზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა დანაკერის სახით, ხოლო მარცხენა მკლავზე – სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სააღლუმე ფორმის სამკლავ ური ემბლემა.
სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სააღლუმე ფორმის სამკლავ ური ემბლემა – სტილიზებული ჰერალდიკური ფარის შავი ფერის ველზე გამოსახულია სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ემბლემა, რომლის ირგვლივ წარწერაა – „სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი“, ხოლო ქვედა ნაწილში, ცენტრში – „შსს“. ფარს გარშემო შემოვლებული აქვს ოქროსფერი (ყვითელი) კანტი.
ქუდის ემბლემა (კოკარდა) – ფონი ვერცხლისფერი, რვა ქიმიანი სხივებიანი ვარ სკვლავი; მასზე გამოსახულია სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ემბლემა .
საქართველოს შინაგან მინისტრის 2011 წლის 9 თებერვლის №123 ბრძანება - ვებგვერდი, 16.02.2011 წ.