„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო ორგანოებში გამოყენებული მკაცრი აღრიცხვის სანებართვო მოწმობებისა და საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 5 ივნისის №570 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
228
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2010-03-25
გამოქვეყნების თარიღი
2010-03-29
სარეგისტრაციო კოდი
230150080.22.033.014390
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო ორგანოებში გამოყენებული მკაცრი აღრიცხვის სანებართვო მოწმობებისა და საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 5 ივნისის №570 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.080.22.033.014.390

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №228

2010 წლის 25 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო ორგანოებში გამოყენებული მკაცრი აღრიცხვის სანებართვო მოწმობებისა და საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 5 ივნისის №570 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო ორგანოებში გამოყენებული მკაცრი აღრიცხვის სანებართვო მოწმობებისა და საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 5 ივნისის №570 ბრძანებით  (სსმ III, 12.06.2006წ., №78, მუხ.1023) დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო ორგანოებში გამოყენებული მკაცრი აღრიცხვის სანებართვო მოწმობებისა და საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის“ დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფორმების ბლანკებით მომარაგებას ახორციელებს შემოსავლების სამსახური აუცილებელი რაოდენობის შესაბამისად.

2. დამტკიცებული ფორმების ტირაჟირებაზე განაცხადს შემოსავლების სამსახური წარადგენს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი  ნ. მიქელაძე

კრებსითი — სრული ვერსია