,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრის „კრწანისის“ მე-2 სასწავლო ბატალიონის მოსამსახურეთა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაყვანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
389
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-06-27
გამოქვეყნების თარიღი
2007-06-30
სარეგისტრაციო კოდი
120.340.000.08.002.004
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრის „კრწანისის“ მე-2 სასწავლო ბატალიონის მოსამსახურეთა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაყვანის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №389

2007 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრის „კრწანისის“ მე-2 სასწავლო ბატალიონის მოსამსახურეთა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაყვანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შემდგომი სამხედრო სამსახურის გასავლელად გადაყვანილ იქნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრის „კრწანისის“ მე-2 სასწავლო ბატალიონის 488 მოსამსახურე.

2. განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა გადაყვანა განხორციელდეს ეტაპობრივად 2007 წლის 1 ივლისიდან.

3. ბრძნებულება ამოქმედდეს 2007 წლის 1 ივლისიდან.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია