საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №385
2007 წლის 21 ივნისი
ქ. თბილისი
„შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის №212 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის №212 ბრძანებულების (სსმ III, 2004 წ., №60, მუხ. 516) პირველი პუნქტით დამტკიცებული შეწყალების საკითხთა კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნეს ნიკა გვარამია და შეყვანილ იქნეს საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო კალანდაძე.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი