„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის“ სახელმწიფო პროგრამის პირობებით გათვალისწინებული ფარმაცევტული პროდუქტების (სამკურნალო საშუალებების) ნუსხისა და ამ სამკურნალო საშუალებების ექიმის დანიშნულებით ბენეფიციარისათვის მიწოდების ფორმატის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
53/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2010-02-26
გამოქვეყნების თარიღი
2022-11-15
სარეგისტრაციო კოდი
290160000.22.035.014266
„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის“ სახელმწიფო პროგრამის პირობებით გათვალისწინებული ფარმაცევტული პროდუქტების (სამკურნალო საშუალებების) ნუსხისა და ამ სამკურნალო საშუალებების ექიმის დანიშნულებით ბენეფიციარისათვის მიწოდების ფორმატის დამტკიცების შესახებ

(ძალადაკარგულია - 15.11.2022, №01-90/ნ)

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №53/ნ

2010 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

 „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის“ სახელმწიფო პროგრამის პირობებით გათვალისწინებული ფარმაცევტული პროდუქტების (სამკურნალო საშუალებების) ნუსხისა და ამ სამკურნალო საშუალებების ექიმის დანიშნულებით ბენეფიციარისათვის  მიწოდების ფორმატის დამტკიცების შესახებ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №01-58/ნ - ვებგვერდი, 22.08.2014წ.

 „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის”, „სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების ჯანმრთელობის დაზღვევის”, „კომპაქტურ დასახლებებში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაზღვევის”, „მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სამედიცინო დაზღვევის” სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 2010 წელს ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით მოსახლეობისათვის გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტისა და „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა) ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 30 მაისის ბრძანება №01-28/ნ- ვებგვერდი, 30.05.2012წ.

1. დამტკიცდეს:

 ა) ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის“ სახელმწიფო პროგრამის პირობებით გათვალისწინებული სამკურნალო საშუალებების თანდართული  ნუსხა (დანართი N1);

ბ)  სამკურნალო საშუალებების  ექიმის  დანიშნულებით  ბენეფიციართათვის მიწოდების ფორმატი (დანართი №2).

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №01-58/ნ - ვებგვერდი, 22.08.2014წ.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 მარტიდან.

ა. კვიტაშვილი

 

  დანართი N1

,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის” სახელმწიფო პროგრამის  პირობებით გათვალისწინებული სამკურნალო საშუალებების ნუსხა

 

II ჯგუფს მიკუთვნებული სამკურნალო საშუალებები

I. გულსისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო საშუალებები

1

ბეტა ადრენომაბლოკირებელი საშუალებები

 

ატენოლოლი

 

მეტოპროლოლი

 

პროპრანოლოლი

 

ბისეპროლოლი

 

კარვედილოლი

2

კალციუმის არხების ანტაგონისტები

 

ამლოდიპინი

 

ნიფედიპინი

 

ვერაპამილი

3

აგფ ინჰიბიტორები

 

ენალაპრილი

 

კაპტოპრილი

 

რამიპრილი

 

პერინდოპრილი

4

დიურეზული საშუალებები

 

ჰიდროქლოროთიაზიდი

 

ფუროსემიდი

 

სპირონოლაქტონი

5

პერიფერიული ვაზოდილატატორები

 

იზოსორბიდ დინიტრატი

6

ანტიაგრეგანტული სამკურნალო საშუალებები

 

კლოპიდოგრელი

7

ანტიარითმიული საშუალებები

 

ამიოდარონი

8

ანტიკოაგულანტები

 

ვარფარინი

9

საგულე გლიკოზიდები

 

დიგოქსინი

II. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების სამკურნალო საშუალებები

 

ჰელმინთების საწინააღმდეგო საშუალებები

 

მებენდაზოლი

 

პირანტელი

 

ალბენდაზოლი

III. ანტიალერგიული სამკურნალო საშუალებები

 

პრომეთაზინი

 

ცეტირიზინი

 

კეტოტიფენი (თვალის წვეთები)

IV. სასუნთქი სისტემის დაავადებების სამკურნალო საშუალებები

 

ბრონქების გასაფართოებელი საშუალებები

 

ამინოფილინი (საინექციო)

 

სალბუტამოლი

 

 

V. ანტიბაქტერიული სამკურნალო საშუალებები (0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის მოსარგებლეებისათვის)

 

ამოქსაცილინი

 

აზითრომიცინი

 

კოტრიმოქსაზოლი

 

ცეფტრიაქსონი

 

III ჯგუფს მიკუთვნებული სამკურნალო საშუალებები (გარდა საინექციო ფორმებისა)

I.  გულსისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო საშუალებები

1

პერიფერიული ვაზოდილატატორები

 

ნიტროგლიცერინი

2

ანტიაგრეგანტული სამკურნალო საშუალებები

 

აცეტილსალიცილის მჟავა

3

ელექტროლიტურ ცვლაზე მოქმედი საშუალებები (კალიუმის დეფიციტის შემავსებელი)

 

კალიუმის ასპარტატი+მაგნიუმის ასპარტატი

II. კუჭ-ნაწლავისტრაქტის დაავადებების სამკურნალო საშუალებები

1

H+-K+-ატფ-აზა ინჰიბიტორები

 

ომეპრაზოლი

 

რანიტიდინი

2

ანტაციდები

 

ალუმინის ჰიდროქსიდი+მაგნიუმის ჰიდროქსიდი

3

ფერმენტული საშუალებები

 

პანკრეატინი

4

ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები

 

დომპერიდონი

 

მეტოკლოპრამიდი

5

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ტონუსის და მოტორიკის შემამცირებელი საშუალებები

 

დროტავერინის ჰ/ქ

 

ჰიოსცინის ბუთილ ბრომიდი

6

ნაწლავური მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი ბიოლოგიური წარმოშობის საშუალებები

 

Bifidobacterium infants, Lactobacillus acidophilus, Enterococcus feacium

 

ლიოფილიზირებული Saccharomyces boulardii

 

bacillus claus

7

ელექტროლიტურ ცვლაზე მოქმედი საშუალებები

 

რეჰიდრონი

8

მეტეორიზმის შემამცირებელი საშუალებები

 

გააქტივებული ნახშირი

 

სიმეტიკონი

III. ანტიალერგიული სამკურნალო საშუალებები

 

კლემასტინი

 

ქლოროპირამინი

 

ფექსოფენადინი

 

ლორატადინი

 

დესლორატადინი

 

კეტოტიფენი (გარდა თვალის წვეთებისა)

IV. სასუნთქი სისტემის დაავადებების სამკურნალო საშუალებები

1

ამოსახეველებელი საშუალებები

 

ამბროქსოლი

 

კარბოცისტეინი

 

აცეტილცისტეინი

2

ბრონქების გასაფართოებელი საშუალებები

 

ამინოფილინი

 

დოქსოფილინი

 

იპრატროპიუმის ბრომიდი (საინჰალაციო)

 

ფლუტიკაზონი (ნაზალური აეროზოლი)

V. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები

 

აცეტილსალიცილის მჟავა

 

პარაცეტამოლი

 

იბუპროფენი

 

დიკლოფენაკი

 

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 30 მაისის ბრძანება №01-28/ნ- ვებგვერდი, 30.05.2012წ.

     საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №01-58/ნ - ვებგვერდი, 22.08.2014წ.

  დანართი N2

 

სამკურნალო საშუალებების ექიმის დანიშნულებით ბენეფიციართათვის მიწოდების ფორმატი

1. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობებით გათვალისწინებული II ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების ბენეფიციართათვის გამოწერა ხორციელდება ,,მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეცეპტის გამოწერის წესისა და ფორმა №3 - რეცეპტის ბლანკის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 18 ივლისის N01-53/ნ ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

2. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელსა და სააფთიაქო დაწესებულებას შორის ანგარისწორების წესი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტორლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

      საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №01-58/ნ - ვებგვერდი, 22.08.2014წ.

კრებსითი — სრული ვერსია