„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს საჯარო მოსამსახურეთა და საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 24 აგვისტოს №176 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
49
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2010-03-09
გამოქვეყნების თარიღი
2010-03-10
სარეგისტრაციო კოდი
140120000.22.027.014313
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს საჯარო მოსამსახურეთა და საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 24 აგვისტოს №176 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სახელწმიფო სარეგისტრაციო კოდი 140.120.000.22.027.014.313

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №49

2010 წლის 9 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს საჯარო მოსამსახურეთა  და საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 24 აგვისტოს №176 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს საჯარო მოსამსახურეთა  და საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის  24 აგვისტოს №176 ბრძანების (სსმ III, 2009 წ., №104 მუხ. 1169) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს საჯარო მოსამსახურეთა და საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის წესის (დანართი №1) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აღსრულების ეროვნული ბიუროს საჯარო მოსამსახურეებზე მოწმობის გაცემას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეული – ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 10 მარტიდან. 

ზ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია