„საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №45 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
374
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-06-20
გამოქვეყნების თარიღი
2007-06-22
სარეგისტრაციო კოდი
130.060.000.08.002.004
„საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №45 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №374

2007 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №45 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №45 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №7, მუხ.82) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ყ“ და „შ“ ქვეპუნქტები:

„ყ) ამტკიცებს საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის სადისციპლინო წესდებას;

შ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთათვის განსაზღვრავს სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებებსა და შეღავათებს.“;

ბ) მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურის უფროსის მოადგილე უფროსის არყოფნისას ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობას.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია