,,დ. ნატროშვილის, მ. ვაწაძისა და ი. თაქთაქიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
364
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-06-16
გამოქვეყნების თარიღი
2007-06-22
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.08.002.004
,,დ. ნატროშვილის, მ. ვაწაძისა და ი. თაქთაქიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №364

2007 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

დ. ნატროშვილის, მ. ვაწაძისა და     ი. თაქთაქიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

1. მიენიჭოთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს დავით ნატროშვილს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსს მამუკა ვაწაძეს და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსს ირაკლი თაქთაქიშვილს უფლებამოსილება, რომ გამართონ მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 6 ოქტომბრის №587 ბრძანებულება „დ. წიკლაურის, ი.თაქთაქიშვილისა და ი. დავითაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია