„საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობას შორის ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ“ ჩარჩო შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
359
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-06-16
გამოქვეყნების თარიღი
2007-06-22
სარეგისტრაციო კოდი
480.140.000.08.002.004
„საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობას შორის ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ“ ჩარჩო შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №359

2007 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობას შორის ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ“ ჩარჩო შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს „საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობას შორის ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ“ ჩარჩო შეთანხმება.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (გ. ბეჟუაშვილი):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების თაობაზე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია