დ. ნატროშვილის, მ. ვაწაძის, ი. თაქთაქიშვილისა და დ. გვენეტაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
319
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-05-21
გამოქვეყნების თარიღი
2007-05-22
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.08.002.004
დ. ნატროშვილის, მ. ვაწაძის, ი. თაქთაქიშვილისა და დ. გვენეტაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №319

2007 წლის 21 მაისი

ქ. თბილისი

დ. ნატროშვილის, მ. ვაწაძის, ი. თაქთაქიშვილისა და დ. გვენეტაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

1. მიენიჭოთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს დავით ნატროშვილს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსს მამუკა ვაწაძეს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსს ირაკლი თაქთაქიშვილსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის უფროსს დავით გვენეტაძეს უფლებამოსილება, რომ გამართონ მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 21 აპრილის №274 ბრძანებულება „დ. წიკლაურის, ი. თაქთაქიშვილის, ი. დავითაძისა და გ. მჟავანაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია