სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.170.280.12.005.006.850
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის
დადგენილება №50
2004 წლის 11 ნოემბერი
ქ. თბილისი
სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების ანაზღაურების ნორმების შესახებ
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 იანვრის დადგენილება №71 - სსმ III, №9, 24.01.2007წ., მუხ.86
„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის და უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის “ლ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია ადგენს:
1. დამტკიცდეს თანდართული „სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების ანაზღაურების ნორმების შესახებ წესი“.
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 იანვრის დადგენილება №71 - სსმ III, №9, 24.01.2007წ., მუხ.86
2. წინამდებარე დადგენილების პირველ პუნქტში განსაზღვრული წესი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარე მ. ჯიბუტი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 იანვრის დადგენილება №71 - სსმ III, №9, 24.01.2007წ., მუხ.86
2. ძალადაკარგულია - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №110/01- სსმ III, №96, 04.08.2010 წ., მუხ.1417
წესი
სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების ანაზღაურების ნორმების შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ეს წესი შემუშავებულია „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის “ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე და განსაზღვრავს საპენსიო დანაგროვთა აქტივების სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების ანაზღაურების სავალდებულო ნორმებს.
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 იანვრის დადგენილება №71 - სსმ III, №9, 24.01.2007წ., მუხ.86
მუხლი 2. განმარტებები
ამ წესში გამოყენებულია ტერმინები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობებით.
გარდა ამისა წესში გამოყენებულ ტერმინს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
წმინდა აქტივები – სხვაობა საპენსიო აქტივების მოცულობასა და შესაბამისი საპენსიო სქემის მოკლე და გრძელვადიან საფინანსო ვალდებულებებს შორის (გარდა საპენსიო სქემის მონაწილეთა მიმართ ვალდებულებებისა).
მუხლი 3.
3.1. სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების ანაზღაურება ხდება საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ, წმინდა საპენსიო აქტივების ხარჯზე, დეპოზიტარულ მომსახურებაზე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
3.2. სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურებისათვის გადასახდელი თანხა განისაზღვრება შესაბამისი საფინანსო წლისათვის წმინდა საპენსიო აქტივების საშუალო წლიური მოცულობის არა უმეტეს 1,0 პროცენტის ფარგლებში.
3.3. სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების ანაზღაურება ხდება ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდულობით, მაგრამ კვარტალში ერთხელ მაინც.
3.4. წმინდა აქტივების განსაზღვრა ხდება დადგენილი წესით, საპენსიო სქემის დამფუძნებელსა და სპეციალიზებულ დეპოზიტარს შორის ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდულობით.
3.5. სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ საპენსიო სქემის დამფუძნებლისათვის შესაბამისი ანგარიშის წარდგენიდან 3 (სამი) დღის განმავლობაში საპენსიო სქემის დამფუძნებელი რიცხავს ანაზღაურებისა და ზედნადები ხარჯების საკომპენსაციო სახსრებს დეპოზიტარის ანგარიშსწორების ანგარიშზე.
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 იანვრის დადგენილება №71 - სსმ III, №9, 24.01.2007წ., მუხ.86