საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №479
2007 წლის 17 აგვისტო
ქ. თბილისი
გ. არველაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
1. მიენიჭოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს გიორგი არველაძეს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს „უკრაინის მინისტრთა კაბინეტსა და საქართველოს მთავრობას შორის ქერჩისა (უკრაინა) და ფოთი/ბათუმის (საქართველო) ნავსადგურებს შორის პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლის ორგანიზების შესახებ“ შეთანხმებას.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თ. კოვზირიძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 1 მარტის №151 ბრძანებულება.
მ. სააკაშვილი