„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
50
მიმღები ორგანო
თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-09-15
გამოქვეყნების თარიღი
2010-09-30
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.154.016008
„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №50

2010 წლის 15 სექტემბერი

 „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის                      12 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

 თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1.

 „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №29 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თიანეთის მუნიციპალიტეტის დ. თიანეთის, დ. სიონის, არტნის, ახალსოფლის, ზარიძეების, ნაქალაქრის, ჟებოტის, სიმონიაანთხევის, ტუშურების, ღულელების, ჩეკურაანთგორის, ხევსურთსოფლის ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულება“.

2. 1-ლ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოებია:

ა) დ. თიანეთის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – დ. თიანეთი და სოფლები: ჭურჭელაურები, მამადაანები, საჭურე, თეთრახევა);

ბ) დ. სიონის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – დ. სიონი და სოფლები: ორხევი, საჯინიბო, ბადაანი, ბოჭორმა, ომარაანი, ფიჭვიანი, ყუდრო, გრძელველები);

გ) არტნის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ზემო არტანი, ქვემო არტანი, ბოდახევა, დულუზაურები, თეთრაულები, კვერნაულა, ლიშო, სახევი, სხლოვანი, ქუშხევი);

დ) ახალსოფლის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ახალსოფელი, ჩაბანო, გოჯიაანები, ჭიაურა, ხაიშო, კაწალო);

ე) ზარიძეების ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ზარიძეები, ბუჭყინტა, ვერხველი, ზემო შარახევი, ქვემო შარახევი, ზენამხარი, იარაჯულები, ივლიაანთგორი, ლახატო, საკრეჭიო, ხოფცა, ჯიჯეთი);

ვ) ნაქალაქრის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები ზემო ნაქალაქარი, ქვემო ნაქალაქარი, ვეძათხევა, დორეულები, ბეწენწურები, მაგრანეთი,ზურაბები);

ზ) ჟებოტის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ჟებოტა, თეგერაანები, ძებნიაურები, ლელოვანი, თხილა);

თ) სიმონიანთხევის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: სიმონიანთხევი, გორანა, ნადოკრა, თოლენჯი, მელიასხევი, ცალუღელაანთკარი, ჩიტაურები);

ი) ტუშურების ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ტუშურები, კახოიანები, ალაჭანი, წიკვლიაანთკარი, ჯერვალიძეები);

კ) ღულელების ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ღულელები, ბალებისხევი, წყაროთუბანი, ტოლაანთსოფელი, თრანი, სიონთგორი, ხადოელები, კვერნაულა, კვირიასხევი, გუდანელები, თოხოლჩა);

ლ) ჩეკურაანთგორის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ჩეკურაანთგორი, ალოტი, ბოკონი, ევჟენტი, ველები, ძირხვნიანი);

მ)ხევსურთსოფლის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები:ხევსურთსოფელი, საყდრიონი, დევენაანთხევი).“.

3. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:

2. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას წარმართავს გამგეობის რწმუნებული, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.“.

4. მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. ტერიტორიული ორგანოს მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის შესაბამისად“.

    მუხლი 2.

 დადგენილება ძალაში შევიდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს  თავმჯდომარე   გ. წიკლაური

 

კრებსითი — სრული ვერსია