„თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 12 აგვისტოს №24 დადგენილებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
45
მიმღები ორგანო
თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-09-15
გამოქვეყნების თარიღი
2010-09-30
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.154.016003
„თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 12 აგვისტოს №24 დადგენილებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 45

2010 წლის 15 სექტემბერი

დ. თიანეთი

„თიანეთის მუნიციპალიტეტის საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს № 24 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამ ატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის შესაბამისად,

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

    მუხლი 1

„თიანეთის მუნიციპალიტეტის საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს № 24 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 1 -ლი მუხლის წინ დაემატოს:

  „თავი I. ზოგადი დებულებები “.

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საჭირო სამუშაოების ორგანიზებას;

ბ) მუნიციპალური პროგრამების პროექტების საფინანსო გაანგარიშებასა და დასაბუთებას;

გ) მუნიციპალური სამსახურების, ტერიტორიული ორგანოების, მუნიციპალიტეტის მიერ

დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას;

დ) საჭირო ინფორმაციის დამუშავებასა და წინადადებების მომზადებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გათანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების გასაანგარიშებლად;

 ე) ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შესახებ წინადადებების მომზადებას;

 ვ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირებას,

 შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

 ზ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენას;

 თ) წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის თაობაზე;

 ი) დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამგეობაში

 შემოსულ შენიშვნებსა და წინადადებებზე;

  კ) საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტის

 რედაქტირებას;

 ლ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების გაწერას კვარტალებისა და თვეების

 მიხედვით;

 მ) საფინანსო ზედამხედველობას მიღებული ბიუჯეტის შესრულებაზე;

 ნ) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებასა და გაანალიზებას, შესაბამისი

 წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

 ო) ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის

 ანალიზს, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

პ) მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას ბიუჯეტის შესრულების შესახებ;

ჟ) ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების შესაბამისად ხარჯების გაწევას, შესაბამისი

ფინანსური ოპერაციების განხორციელებას;

რ) საბუღალტრო აღრიცხვას;

 ს) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეების ხელფასების, მივლინების ხარჯებისა და სხვა

 გადასახდელების გაცემას;

 ტ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით

 განსაზღვრული სამსახურის სხვა ფუნქციების განხორციელებას. “ .

 3. თავი 2 . სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „თავი II. სამსახურის სტრუქტურა“.

 4. მუხლი 3. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა “.

 5. მე -3 მუხლის 1 -ლი პუნქტის:

 ა)„ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბ) საბიუჯეტო დაგეგმის განყოფილება.

 ბ.ა) მთ. სპეციალისტი ;

 ბ.ბ) მთ. სპეციალისტი ;

 ბ.გ) მთ. სპეციალისტი ;

 ბ.დ) მთ. სპეციალისტი “;

 ბ) „გ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „გ) ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება;

 გ.ა) განყოფილების უფროსი ;

 გ.ბ) მთ . სპეციალისტი ;

 გ. გ) მთ. სპეციალსტი “.

 6. თავი 3. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „თავი III. სამსახურის მოხელეთა ფუნქციები“.

 7. თავი 4. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ თავი IV. სამსახურის ხელმძღვანელობა“ .

 8. თავი 5. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

 „თავი V. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები“.

 9. მე -8 მუხლის 1 -ლი და მე -3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნონ კონკურსის წესით ;

 3. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულებით. “.

10. მე -9 მუხლის:

 ა) 1 -ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს განსაზღვრავს საკრებულო “;

ბ) 1 -ლი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -2 პუნქტი:

„2. სამსახურის საშტატო ნუსხას და თანამდებობრივ ინსტრუქციას გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე .“ .

    მუხლი 2

დადგენილება ძალაში შევიდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე გ. წიკლაური

 

კრებსითი — სრული ვერსია