ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
25
მიმღები ორგანო
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-09-14
გამოქვეყნების თარიღი
2014-07-25
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.167.016009
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №25

 2010 წლის 14 სექტემბერი

 ქ. ლაგოდეხი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანდართული დებულება.

2. ამ დადგენილების ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად გამოცხადდეს „,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 4 დეკემბრის №8 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                 გ. გოზალიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

 1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №42 - ვებგვერდი, 05.01.2011 წ.

2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 იანვრის დადგენილება № 5 - ვებგვერდი, 12.01.2012 წ.  

3. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 03.02.2012 წ.

4. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 აპრილის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 04.05.2012 წ.

5. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 31 აგვისტოს დადგენილება №29 - ვებგვერდი, 06.09.2012 წ.

6. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 31.10.2012 წ.

7. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 1 თებერვლის დადგნიელება №4 - ვებგვერდი, 07.02.2013 წ.

8. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 5 მარტის დადგნიელება №10 - ვებგვერდი, 11.03.2013 წ.

9. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 თებერვლის დადგნიელება №5 - ვებგვერდი, 26.02.2014 წ.

10. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 17.07.2014 წ.

11. ძალადაკარგულია - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის დადგნიელება № 20 - ვებგვერდი, 28.07.201 4 წ.

დანართი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება

    მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო

ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის “ შესაბამისად, განსაზღვრავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში – გამგეობა) უფლებამოსილებას, სტრუქტურას და საქმიანობის წესს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 17.07.2014 წ.

    მუხლი 2. გამგეობის სამართლებრივი სტატუსი

გამგეობა არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაქვემდებარებაში  არსებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს გამგებლის უფლებამოსილების განხორციელებას.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 17.07.2014 წ.

    მუხლი 3. გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

1. გამგეობა საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“, საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის “, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.

2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები და თანამდებობის პირები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 აპრილის დადგენილება №2 1 - ვებგვერდი, 04.05.2012 წ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 17.07.2014 წ.

    მუხლი 4. გამგეობაში სამუშაო და საქმის წარმოების ენა

გამგეობაში სამუშაო და საქმის წარმოების ენაა საქართველოს სახელმწიფო ენა.

    მუხლი 5. გამგეობის მიერ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სიმბოლოების გამოყენების წესი

1. გამგეობის შენობის თავზე აღიმართება საქართველოს სახელმწიფო დროშა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დროშა.

2. გამგეობის შენობის ფასადზე, გამგეობის თანამდებობის პირთა სამუშაო ოთახებში და სხდომისთვის განკუთვნილ დარბაზში განთავსდება მცირე სახელმწიფო გერბი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გერბი.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული სიმბოლოები გამოიყენება „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს პრეზიდენტის 31.05.2010 წლის №363 ბრძანებულებით დამტკიცებული „თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის“ და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვით.

    მუხლი 6. გამგეობის ბეჭედი, შტამპი და ბლანკი

1. გამგეობას აქვს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გერბით და საკუთარი დასახელებით შედგენილი ბეჭედი, შტამპი და ბლანკი.

2. გამგეობის ცალკეული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, მისი სტრუქტურული ერთეულებისთვის შესაძლებელია დამატებით დაიშვას ერთი ან რამდენიმე ბეჭედი და შტამპი, აგრეთვე ბლანკიც, რომელთა არსებობა, აღწერილობა და გამოყენების წესი განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) დებულებით (დებულებებით).

    მუხლი 7. გამგეობის ადგილსამყოფელი

გამგეობის ადგილსამყოფელია ქ. ლაგოდეხი, 26 მაისის ქუჩა №23.

    მუხლი 8. გამგეობის შემადგენლობა და ხელმძღვანელობა

გამგეობა შედგება გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და სტრუქტურული ერთეულებისაგან, რომელსაც ხელმძღვალელობს გამგებელი. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის დავალებების შესრულებას.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №42 - ვებგვერდი, 05.01.2011 წ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 აპრილის დადგენილება №2 1 - ვებგვერდი, 04.05.2012 წ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 31 აგვისტოს დადგენილება №29 - ვებგვერდი, 06.09.2012 წ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 31.10.2012 წ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 თებერვლის დადგნიელება №5 - ვებგვერდი, 26.02.2014 წ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 17.07.2014 წ.

    მუხლი 9. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები

1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის დავალებების შესრულებას.

2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური, რომელიც მოიცავს:

ა.ა) მოქალაქეთა მომსახურების და ინფორმაციის განყოფილებას;

ა.ბ) საორგანიზაციო განყოფილებას;

ა.გ) იურიდიულ განყოფილებას.

ბ) საფინანსო სამსახური, რომელიც მოიცავს:

ბ.ა) საბიუჯეტო-სახაზინო განყოფილებას;

ბ.ბ) საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილებას;

ბ.გ) შესყიდვების განყოფილებას.

გ) განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახური;

დ) ზედამხედველობის სამსახური;

ე) ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის  სამსახური:

ე.ა) ეკონომიკისა და ქონების მართვის განყოფილება;

ე.ბ) არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება.

ვ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

ზ) სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური;

თ ) (ამოღებულია - 05.03.13 №10) ;

ი)   ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.

3. გამგეობის  სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებით,  რომელსაც გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.“

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 იანვრის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 12.01.2012 წ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 03.02.2012 წ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 1 თებერვლის დადგნიელება №4 - ვებგვერდი, 07.02.2013 წ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 5 მარტის დადგნიელება №10 - ვებგვერდი, 11.03.2013 წ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 17.07.2014 წ.

    მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები

1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები იქმნება მუნიციპალიტეტში შემავალ თემებში, მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.

 2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებია

ა) ქ. ლაგოდეხის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ქ. ლაგოდეხი);

ბ) მაწიმის  ადმინისტრაციული ერთეული  (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: მაწიმი, რაჭისუბანი));

გ) შრომის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია –სოფლები: შრომა, კავშირი));

დ) ნინიგორის ადმინისტრაციული ერთეული    (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ნინიგორი, გელათი, განათლება, ხიზა, ხიზაბავრა, ზ/გურგენიანი, ქვ/ გურგენიანი));

ე) ცოდნისკარის ადმინისტრაციული ერთეული  (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ცოდნისკარი,შეერთება,დავითიანი,წიფლისწყარო, ჩადუნიანი, თელა));

ვ) ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია –სოფლები: ვარდისუბანი, სვიდება, მშვიდობიანი, საქობო));

ზ) ჭიაურის ადმინისტრაციული ერთეული  (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ჭიაური, წითელი გორი, ჰერეთისკარი, თამარიანი));

თ) კართუბნის ადმინისტრაციული ერთეული  (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: კართუბანი, ბოლოკიანი, ნაწისქვილარი, ნაინდროვალი));

ი) ბაისუბნის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ბაისუბანი, ზ/მსხალგორი, ქვ/მსხალგორი, პატარა გორი));

კ)  კაბლისადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: კაბალი, განჯალა, უზუნთალა, კარაჯალა);

ლ) ფონის ადმინისტრაციული ერთეული  (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ზ/ფონა, ქვ/ფონა, ზ/ხეჩილი, ქვ/ხეჩილი, დონა));

მ) გიორგეთის ადმინისტრაციული ერთეული  (სამოქმედო ტერიტორია -სოფლები: გიორგეთი, ვერხვისმინდორი, ფიჩხიბოგირი, ლაფნიანი, გუჯარეთი ));

ნ) აფენის ადმინისტრაციული ერთეული   (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: აფენი, ფოდაანი, ბაღდათი, ონანაური, ჭაბუკიანი, ზ/ნაშოვარი, ქვ/ნაშოვარი, გვიმრიანი ));

ო)არეშფერანის ადმინისტრაციული ერთეული   (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: არეშფერანი, ქევხიანი, ხოშოტიანი, ზ/ბოლქვი, ქვ/ბოლქვი );

პ) ლელიანის ადმინისტრაციული ერთეული   (სამოქმედო ტერიტორია – (სოფლები: ლელიანი, ბებურიანი, ბალთა, ქალქვა, ნამესრალი, მირსკისეული, მეორე ლელიანი );

3. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში, ინიშნება წარმომადგენელი გამგებლის მიერ , რომლის უფლებამოსილებაც განისაზღვრება გამგეობის დებულებით.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 აპრილის დადგენილება №2 1 - ვებგვერდი, 04.05.2012 წ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 17.07.2014 წ.

    მუხლი 11. გამგეობის თანამდებობის პირები

  1. გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები არიან:

 ა) გამგებელი;

 ბ) გამგებლის პირველი მოადგილე;

 გ) გამგებლის მოადგილე;

 დ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

2. გამგეობის თანამდებობის პირების რაოდენობა (გამგებლის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 13-ს.

3. გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების უფლებამოსილება, არჩევა-გადაყენების, დანიშვნა-გათავისუფლების და საქმიანობის წესი განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით და ამ დებულებით.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 აპრილის დადგენილება №2 1 - ვებგვერდი, 04.05.2012 წ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 17.07.2014 წ.

    მუხლი 12. გამგებელი

1. გამგებელი არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი. გამგებელი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

2. გამგებელი აირჩევა 4 წლის ვადით, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით.  გამგებლად/მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც.

3. გამგებელი:

ა) გამგეობის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში:

ა.ა) საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;

ა.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის დებულებას და გამგეობის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

ა.გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის თანამდებობის პირებს;

ა.დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის მოსამსახურეებს;

ა.ე) უნაწილებს ფუნქციებს გამგეობის მოსამსახურეებს, დავალებებს აძლევს გამგეობის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;

ა.ვ) გამგეობის დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს გამგეობის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“−„ა.გ“, „ბ.ა“−„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს;

ა.ზ) იღებს გადაწყვეტილებებს გამგეობის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ა.თ) ამტკიცებს გამგეობის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს;

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში:

ბ.ა) საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს;

ბ.ბ) ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ბ.გ) საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ წინადადებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსახილველი საკითხი, უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს;

ბ.დ) უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულებას;

გ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში:

გ.ა) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

გ.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;

გ.გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეუტანლად იღებს გადაწყვეტილებას მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების შესახებ;

გ.დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების პროექტებს;

გ.ე) მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით;

გ.ვ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის მიერ წლის განმავლობაში განსახორციელებელი შესყიდვების გეგმას;

დ) მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში:

დ.ა) ამ კანონითა და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ;

დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნებაში მონაწილეობისა და მათში გაწევრების შესახებ; მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს კაპიტალში ცვლილების შესახებ; სამეწარმეო იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;

დ.გ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ;

დ.დ) საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის საკითხს;

დ.ე) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის/სარგებლობის უფლებით მიმღების/მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების საკითხი;

დ.ვ) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა;

დ.ზ) ამ კანონის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ;

დ.თ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების მოვლა-პატრონობას, მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და აღდგენას;

დ.ი) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას;

დ.კ) ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მათთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისა და ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე;

დ.ლ) მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევაში ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულებაზე;

ე) აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში:

ე.ა) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;

ე.ბ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს), გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ე.გ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების მომზადებას, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას და განხორციელებას;

ე.დ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს; 

ე.ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ე.ვ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის სათათბირო ორგანოებს − საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს;

ე.ზ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს;

ე.თ) უზრუნველყოფს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით;

ე.ი) ახორციელებს ამ კანონით, გამგეობის დებულებითა და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. გამგებელი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს გამგებლის წარმომადგენელი. გამგებლის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება გამგეობის დებულებით.

3. გამგებელი, ამ დებულებით დადგენილი წესით, ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 აპრილის დადგენილება №2 1 - ვებგვერდი, 04.05.2012 წ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 17.07.2014 წ.

    მუხლი 13. გამგებლის მოადგილეები

1. გამგებლის მოადგილე(მოადგილეები) ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს გამგეობის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და გამგებლის დავალებების შესრულებას, გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

2. გამგებლის მოადგილე ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

3. გამგებლის მოადგილეს (მოადგილეებს) ამ დებულებით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 აპრილის დადგენილება №2 1 - ვებგვერდი, 04.05.2012 წ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 17.07.2014 წ.

    მუხლი 131. გამგებლის პირველი მოადგილე

გამგებლის პირველ მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. გამგებლის პირველი მოადგილე ასრულებს გამგებლის მოვალეობებს გამგებლის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას და/ან გადაყენებისას.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 17.07.2014 წ.

    მუხლი 14. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;

ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს;

გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ე) გამგებელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;

ზ) გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება  ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 17.07.2014 წ.

    მუხლი 15. (ამოღებულია)

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 აპრილის დადგენილება №2 1 - ვებგვერდი, 04.05.2012 წ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 17.07.2014 წ.

    მუხლი 15 1 . გამგებლის წარმომადგენელი

1. გამგებლის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. გამგებლის წარმომადგენელი ინიშნება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

3. გამგებლის წარმომადგენელი:

ა) აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

ბ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

გ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს გამგებლის დავალებით.

4. გამგებლის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 17.07.2014 წ.

    მუხლი 16. გამგეობის საჯარო მოსამსახურეები

1. გამგეობის მოხელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ"  კანონის შესაბამისად ამ დებულებით და მოხელის სამუშაოთა აღწერილობით.

2. გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებოვრივი სარგოების ოდენობებს გამგებლის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით, ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

3. გამგეობის საჯარო მოსამსახურეებს  ,,საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 აპრილის დადგენილება №2 1 - ვებგვერდი, 04.05.2012 წ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 17.07.2014 წ.

    მუხლი 17. გამგეობის საქმიანობის ორგანიზება

1. გამგეობის საქმიანობის ორგანიზება და ადმინისტრაციული წარმოების წესი განისაზღვრება „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით.

2. გამგეობის შინაგანაწესი და თანამდებობრივი ინსტრუქცია მტკიცდება გამგებლის მიერ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 17.07.2014 წ.

    მუხლი 18. სამართლებრივი აქტები

1. გამგეობის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებია:

ა) გამგებლის ბრძანება;

ბ) გამგებლის პირველი მოადგილის ბრძანება;

გ) გამგებლის მოადგილის ბრძანება;

დ) გამგეობის სამსახურის უფროსის ბრძანება.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 აპრილის დადგენილება №2 1 - ვებგვერდი, 04.05.2012 წ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 17.07.2014 წ.

    მუხლი 19. სამართლებრივი აქტებისა და ოფიციალური დოკუმენტების მომზადება და ვიზირება.

1. გამგეობაში მომზადებული ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტების პროექტები უნდა შეესაბამებოდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონს, „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსს“ და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.

2. გამგეობაში მომზადებული სამართლებრივი აქტები ვიზირებული უნდა იქნეს პროექტის ავტორისა და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მიერ. სამართლებრივი აქტის პროექტი, გარდა პირად საკითხებთან დაკავშირებული პროექტებისა, აგრეთვე, უნდა იქნეს ვიზირებული გამგეობის იმ სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, რომლის კომპეტენციათა სფეროსაც შეეხება ეს პროექტი; აგრეთვე გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მიერ, თუ პროექტით გათვალისწინებული საკითხები შეეხება ფინანსურ დოკუმენტაციას ან/და გამგეობის მიერ გასაწევ ხარჯებს.

3. გამგებლის დავალებით, გამგეობაში მომზადებული პროექტი უნდა იქნეს ვიზირებული გამგებლის იმ მოადგილის მიერ, რომელიც დარგობრივად კოორდინაციას უწევს პროექტით განსაზღვრულ საკითხს.

4. კანონითა და დებულებით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენ პროექტს, რომელიც მომზადებული იქნა გამგეობაში, საკრებულოს თავმჯდომარესთან წერილობითი მიმართვით წარადგენს გამგებელი.

    მუხლი 20. სამართლებრივი აქტების გაფორმება

1. ამ დებულების მე-18 მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების რეკვიზიტები უნდა შეესაბამებოდეს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 52-ე მუხლით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს.

2. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები და გამგებლის ბრძანებები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აღინუსხება ერთი კალენდარული წლის განმავლობაში უწყვეტი (ზრდადი) ნუმერაციითა და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.

 3. სამართლებრივი აქტების გაფორმების დეტალური წესი და პროცედურები განისაზღვრება კანონმდებლობითა და შესაბამისი სამსახურებრივი ინსტრუქციებით.

    მუხლი 21. სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლა, შეცვლა, შეჩერება და გაუქმება

გამგეობას მიკუთვნებულ საკითხებზე გამოცემული სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლა, შეცვლა, შეჩერება და გაუქმება განისაზღვრებასაქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით “, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით’’, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით).

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 17.07.2014 წ.

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია