„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
245
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-04-12
გამოქვეყნების თარიღი
2007-04-17
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.08.002.004
„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №245

2007 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის                  №941 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №135, მუხ.1486) დამტკიცებულ „საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების №1 დანართის „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებს, ქ. თბილისის მერს,  მერის პირველ მოადგილეს (ვიცე-მერი), საკრებულოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს;“;

ბ) დებულების №2 დანართის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ქ. თბილისის მერის მოადგილეებს, ქ. თბილისის მერიის არა უმეტეს 5 თანამშრომელს – ქ. თბილისის მერის წარდგინების საფუძველზე, ქალაქების მერებს, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ქ. თბილისის საკრებულოს თანამდებობის პირებს (გარდა  საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისა);“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია