ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ „ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
14
მიმღები ორგანო
ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-09-14
გამოქვეყნების თარიღი
2010-09-27
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.119.016001
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ „ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 14

2010 წლის 14 სექტემბერი

ქ. ხონი

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ „ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს № 4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო რწმუნებული ს – გუბერნატორის 2010 წლის 26 აგვისტოს № 01 - 40/730 წერილში მოცემული სამართლებრივი შენიშვნის გათვალისწინებით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63 - ე მუხლის საფუძველზე , ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

„ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ “ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს № 4 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების მე - 3 მუხლის მე - 4 პუნქტის „ გ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ გ) ხელშეკრულების დამტკიცება ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ “ .

 2. დადგენილების მე - 3 მუხლის მე - 7 პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ ბ) რეკლამის შესახებ „ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენა და გარერეკლამის გავრცელების გეგმის დამტკიცება “ .

3. დადგენილების მე - 3 მუხლის მე - 11 პუნქტის „ დ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ დ) მუნიციპალური არქივის შექმნა და საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით “ .

4. დებულების მე - 17 მუხლის მე - 2 პუნქტის „ შ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ შ) საკრებულოს თავმჯდომარე ხელს აწერს საკრებულოსა და თვითმმართველი ერთეულის სახელით დადებულ ხელშეკრულებებს. “.

5. დადგენილების 107 - ე მუხლის მე - 7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 7) საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი საკრებულოს აპარატის უფროსს და/ან გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის (თუ საკითხი შეტანილია საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, გამგებლის (წინადადებით) უფროსისა და რედაქტორის ვიზირების შემდეგ საკრებულოს მიერ მიღებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე   გ. გელენიძე

კრებსითი — სრული ვერსია