„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
69
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2010-02-08
გამოქვეყნების თარიღი
2010-02-10
სარეგისტრაციო კოდი
190040000.22.033.014181
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.014.181

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №69

2010 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის №1226 ბრძანებით (სსმ III, 29.11.2007წ., №169, მუხლი 1871) დამტკიცებული დანართი №3-ის (ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდები) სახაზინო კოდი – „3264“-ის (შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა გამო) შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის სახაზინო კოდი:

 

შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო

 

3265

 

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს.

კ. ბაინდურაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია