ქალაქ თბილისის მერის
ბრძანება №24
2010 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის დავების განმხილველი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მერის 2009 წლის 12 იანვრის №01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 61-ე მუხლისა და „ საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,, ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის დავების განმხილველი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მერის 2009 წლის 12 იანვრის №01 ბრძანება.
2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
გ. უგულავა