„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
270
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-09-10
გამოქვეყნების თარიღი
2010-09-16
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.016001
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №270

2010 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის № 39 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართ­ველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შე­სა­ხებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის № 39 დადგე­ნილებით (სსმ III, 2004 წელი, № 54, მუხლი 462) დამტ­კიცებული დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფი­ნანსთა სამინისტროს საფინანსო აკადემიის რექტორი.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია