ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 02 აგვისტოს №18 დადგენილებაში „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
31
მიმღები ორგანო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-09-06
გამოქვეყნების თარიღი
2010-09-22
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.128.016001
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 02 აგვისტოს №18 დადგენილებაში „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს

დადგენილება №31

2010 წლის 6 სექტემბერი

დაბა ხარაგაული

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 აგვისტოს №18 დადგენილებაში „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად და საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საფუძველზე საჭიროა შეტანილი იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 აგვისტოს №18 დადგენილებაში „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 აგვისტოს №18 დადგენილებაში „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“.

1. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის“.

2. დადგენილების პირველი მუხლის მეორე პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დაბა ხარაგაულში და კიცხის ბაზრის ტერიტორიაზე განთავსებულ კაფე, ბარში, რესტორანში, სასადილოში, პიცერიაში დასუფთავების მოსაკრებელი ერთ დასაჯდომ ადგილზე თვეში განისაზღვროს 0. 5 ლარის ოდენობით არა უმეტეს 25 ლარისა“;

 „ე) საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გზის თბილისი – სენაკი – ლესელიძის (უბისა – რიკოთის 143 – 173 კმ. გზის ) მონაკვეთზე განთავსებულ კაფე, ბარში, რესტორანში, სასადილოში, პიცერიაში დასუფთავების ყოველთვიური მოსაკრებლის ოდენობა

1 მ 3 ნარჩენზე განისაზღვროს 25 ლარით.“ .

3. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ვ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე კვარტალში –12 000 ლარი“;

„ზ) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 12%.“.

4. დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სატენდერო მოსაკრებელი: ( ძალაშია 2010 წლის 1 დეკემბრამდე).

ა) გადამხდელია ის პრეტენდენტი, რომელიც თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისათვის იღებს სატენდერო დოკუმენტებს.

ბ) ტენდერის ჩატარების შემთხვევაში დაწესდეს მოსაკრებელი 150 ლარის ოდენობით.“.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე   ა. მაჭავარიანი

კრებსითი — სრული ვერსია