ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 07 ივლისის №8 დადგენილებაში “ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების(რეგლამენტის)დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
33
მიმღები ორგანო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-09-06
გამოქვეყნების თარიღი
2010-09-24
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.128.016013
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 07 ივლისის №8 დადგენილებაში “ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების(რეგლამენტის)დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს

დადგენილება №33

2010 წლის 6 სექტემბერი

დაბა ხარაგაული

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 ივლისის №8 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საჭიროა შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 ივლისის №8 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“.

    მუხლი 1

შეტანილი იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 ივლისის №8 დადგენილებაში“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“.

1. დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

 „ 2. საკრებულოს სხდომები ტარდება საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში,

საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში.“.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაჭავარიანი

კრებსითი — სრული ვერსია