საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №192
2007 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ვადამდე რეზერვში დათხოვნის შესახებ
საქართველოს სამხედრო ძალებში მიმდინარე რეფორმების გათვალისწინებით, ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ვადამდე იქნენ დათხოვნილი სამხედრო ძალებიდან რეზერვში ჩარიცხვით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრი ,,კრწანისის“ I სასწავლო ბატალიონის (სამხედრო ნაწილი №16701) ვადიანი სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც გაწვეულ იქნენ სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსახდელად 2006 წლის 21 აგვისტომდე.
მ. სააკაშვილი